FM97.5 / LIVE

ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს

მთავარისიახლე, არჩევნები 26.03.2019
ცენტრალური საარჩევო კომისია 19 მაისს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის 302 610 ლარს დახარჯავს. აქედან საოლქოს ხარჯები 71 576ლარია, საუბნოს ხარჯები 75 863, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები კი 155 172 ლარს შეადგენს.

ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის დადგენილების მიხედვით, საარჩევნო ოლქებში თანხა ასე განაწილდა: ზუგდიდი - 51 134 ლარი; ჭიათურა - 40 497 ლარი; მარნეული - 39 427ლარი ; ხულო - 37 060 ლარი; ზესტაფონი - 32 949ლარი; მთაწმინდა - 24 350 ლარი; ოზურგეთი 16 441 ლარი; ტყიბლი 13 817 ლარი; ახმეტა - 12 653 ლარი; წყალტუბო 12 499 ლარი; ადიგენი 11 231ლარი; საგარეჯო - 10 554 ლარი.

ადიგენში არჩევნები, მხოლოდ ერთ N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე გაიმართება. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. აბასთუმანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დრომდე ადიგენში მოქმედ არცერთ პარტიას შერჩეული არ ჰყავს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთის  საარჩევნო ოლქები  საპრეზიდენტო არჩევნებზე 157 950 ლარს დახარჯავენ
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება