FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ნახევარს სტატუსი შეუწყდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.03.2019
ერთჯერადი ბენეფიტის მიღებისთვის შექმნილი ორგანზაციები თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო შექმნილი პრობლემები – რატომ შეუწყდათ მასიურად სტატუსი სასოფლო– სამეურნეო კოოპერატივებს.

სამცხე–ჯავახეთში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ნახევარს სტატუსი შეუწყდა

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ ახალციხეში, სოფელ აწყურში მდებარე „აწყურის ნობათს“ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2017 წლის 12 იანვარს შეუწყვიტა. „შვიდი ფერმერი ვიყავით, ყველას თავისი წილი კარტოფილი მოჰყავდა და ყიდდა. საბუღალტრო აღირცხვებს ვერ ვაწარმოებდი. უნდა დაგვეწერა რა გავყიდეთ, რა მოგება ვნახეთ, ეს საბუთები არ გვქონდა და ამიტომ შეგვიწყვიტეს სტატუსი. ბუღალტერმა 500 ლარი მომთხოვა და სულ არ ღირდა კოოპერატივი მაგდენი. როცა დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს არც გვიცდია, რომ საბუღალტრო საკითხი მოგვეგვარებინა“, – ამბობს ფერმერი გოჩა ლაბაძე.

მისი თქმით, გარდა საბუღალტრო საკითხებისა, კოოპერატივში სხვა პრობლემებიც ჰქონდათ: „ერთი მოტობლოკი მოგვცეს, ჩვენ კი ცხრა ჰექტრამდე ვთესავდით, ეს არ იყო საკმარისი. მესაქონლეობას და მეფუტკრეობას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს“.

მესაქონლების კოოპერატივის „ცემის“ დირექტორმა ჯამბულ გოგოლაძემ სტატუსის შეწყვეტის შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგო. მის ორგანიზაციას სასოფლო– სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2018 წლის 11 იანვარს შეუწყდა.

„შეიძლება შემიწყვიტეს, არ ვიცი, აღარც ვკითხულობ, ეგენი არაფერს არ მიკეთებენ. იმ წლების განმავლობაში რაც კოოპერატივი მაქვს მარტო იმას მეკითხებიან რას აკეთებთ, რამდენი სული გყავთ და რას აწარმოებთო მეტი არაფერი. გადასახადებზე შეღავათი რად მინდა, როცა ვერაფერს ვაწარმოებ “, – აცახდებს ჯამბულ გოგოლაძე.

2017 წელს შეუწდა სტატუსი დერცელში რეგისტრირებულ კოოპერატივ „იმედსაც“, ჯამბულ გოგოლაძის მსგავსად, „სამხრეთის კარიბჭეგან“ შეიტყო სტატუსის შეწყვეტის შესახებ მისმა დირექტორმა ჯემალ შავაძემაც: „ექვსი ოჯახი ვართ გაერთიანებული, მაგრამ ვერ ვიმუშავეთ, ფერმა უნდა გაგვეკეთებინა, შეღავათიანი კრედიტით ვაპირებდით მიწის ყიდვას, მაგრამ არ გამოვიდა, დერცელში არ აღმოჩნდა საკმარისი საძოვრები, რადგან ისინი სხვა სოფლებზეა რეგისტრირებული“.

განსხვავებულად ფიქრობს მუსხში მცხოვრები მეფუტკრე ზაზა ივანიძე, მისი თქმით, ხშირად ფერმერებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება არ უნდათ, პრობლემები ამიტომ ექმნებათ: „სტატუსის შეწყვეტას ალბათ ის განაპირობებს, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტები, რაც სჭირდებათ. ჰგონიათ ადამიანებს, რომ თუ რამეს აჩუქნებენ, შემდეგ აღარავისთან არიან ვალდებულები. 2015 წლიდან მაქვს კოოპერატივი, გვიტარებენ ტრენინგებს, გვეპატიჟებიან გამოფენა–გაყიდვებზე და ამით პოლულარიზაციას გვიწევენ. ბვერი სასიკეთო საქმე კეთდება, ძალიან დაბალ ფასად შევიძინეთ სკები, ეს დიდი შეღავათია. გვეხმარებიან ბიუჯეტის დაწერაში, ბუღალტერიაში, დეკუმენტების წარმოების სწავლაში“, – ამბობს კოოპერატივი „ქართული ნექტარის“ დირექტორი ზაზა ივანიძე, რომლის კოოპერატივშიც ხუთი მეფუტკრეა გაწევრიანებული.

„სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ფიქრობს, რომ თავის დროზე რეგიონში კოოპერატივების უმეტესობა ერთჯერადი სარგებლის მიღების გამო დაარეგისტრირეს: „ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული კოოპერატივები, რომლებსაც სურდათ ერთჯერადი ბენეფიტი მიეღოთ. იცით თქვენ, რომ თავიდან მოტობლოკებს არიგებდნენ. ბევრი სწორედ ამის გამო შეიქმნა“.

2015 წლიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთში რეგისტრირებული 437 სასოფლო– სამეურნეო კოოპერატივიდან სტატუსი 215–ს შეუწყდა. 222 კოოპერატივი კი მოქმედია, ამ კოოპერატივებში სულ 2 252 ფერმერი– მეპაიეა გაერთიანებული.

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი მიშელაძის განმარტებით კოოპერატივებს სტატუსი სხვადასხვა მიზეზით შეუწყდათ. მაგალითად, ხშირია ფაქტები, როცა ფერმერები დოკუმენტებს ვერ აწარმოებენ.

„სამწუხაროდ სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები ბევრია. ზოგ შემთხვევაში კოოპერატივები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ ახორციელებენ. როგორც იურიდიული პირები უნდა აწარმოებდნენ აღრიცხვიანობას, კოოპერატივის ფარგლებში შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მეპაიეთა საქმიანობები. არ უნდა დაირღვეს მინიმალურ წევრთა რაოდენობა და ა.შ. გარდა ამისა, თუ სახელმწიფო პროგრამებში იღებენ მონაწილეობას, პროგრამით გათვალიწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ“, – ამბობს გიორგი მიშელაძე.

მისი თქმით, კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტამდე, ხარვეზის გამოსასწორებლად ორთვიანი ვადა აქვთ: „სტატუსის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ იურიდიული პირი არის გაუქმებული. რჩება როგორც ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით კოოპერატივად, მაგრამ მასზე არ იმოქმედებს ის სიკეთეები და საგადასახადო შეღავათები, რომლებიც განსაზღვრულია სასოფლო– სამეუნეო კოოპერატივებისთვის“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
სამცხე–ჯავახეთში 28 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  შეიქმნა
კვირის აქცენტი: სტატუსშეჩერებული კოოპერატივები [Video]
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა [R]