FM97.5 / LIVE

‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

მთავარისიახლე, განათლება 21.03.2019
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განმარტებით ე.წ კატის გამოცდებმა არ გაამართლა, რადგან გაძლიერდა რეპეტიტორების სისტემა. გამოცდების სიმრავლე კი მოსწავლეებისთვის სტრესული იყო.

‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ე.წ კატის გამოცდების შემოღებით რეალურად ვერ მიიაღწიეს იმ მიზნებს, რაც თავის დროზე იყო დაგეგმილი: „საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაზრდილიყო მოსწრება, უფრო აქტიურად ევლოთ მოსწავლეებს სკოლაში, მეტად დაინტერესდებულიყვნენ საბუნებისმეტყველო საგნებით, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ამ რვა გამოცდისათვის დაიწყეს მომზადება და ისევ რეპეტიტორებზე გადაერთვნენ, ამით სკოლის პარალელური სისტემა უფრო გაძლიერდა“.

მისი თქმით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ორ წელიწადში 12 ცენტრალიზებული გამოცდის ჩაბარება უწევდათ, რაც მათთვის სტრესული იყო: „ხდებოდა გამოცდების დუბლირება, მაგალითად მოსწავლე ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებდა სკოლის დროს და შემდეგ უწევდათ იგივე საგნის ჩაბარება ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც. ეს ეხებოდა ისტორიასაც, მათემატიკასაც და უცხოურ ენასაც. ეს საკმაოდ პრობლემური და სტრესული იყო აბიტურიენტებისთვის“.

მისი თქმით, გამოცდების შემოღებით მოსწავლეები ვერც საბუნებისმეტყველო საგნებით დააინტერესეს: „უბრალოდ ორი–სამი თვე აგროვებნდნენ ცოდნას, რომ გამოცდამდე მიეტანათ, „კატის“ გამოცდების შემდეგ ეს ცოდნა წყალში იყრებოდა. მოსწავლეები ისევ თვითონ ამბობდნენ, ინტერვიუებში, რომ გამოცდების შემდეგ ავიწყდებოდათ“.

გარდა აღნიშნულისა სკოლის გამოცდაზე გასვლა მოსწავლეს მხოლოდ ერთხელ შეეძლო, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე გამოცდაზე ვერ გამოცხადდებოდა, ერთ წელს კარგავდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელდებლად.

გორგოძის განმარტებით, განათლების რეფორმის მიხედვით, გამოცდები არა დამამთავრებელ, არამედ მეექვსე და მეათე კლასებში ჩატარდება და ის მოსწავლის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

„ამ შეფასებებს უნდა ჰქონდეს სხვა დატვირთვა, კი არ ჩავჭრათ ბავშვი იმის გამო, რომ მეექვე კლასში რომელმე საგანი შესაბამისად ვერ დაძლია, არამედ ვნახოთ რა პრობლემა ჰქონდა, რატომ ვერ დაძლია საგანი. მეთორმეტე კლასის ბოლოს რვა გამოცდა არ გვემახარებოდა არაფერში იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა სწავლება. მეათე და მეექვსე კლასში კი გვექნება საშუალება, რომ კიდევ ის წლები, რომლებიც დარჩენილია, სკოლამ იმუშაობს ამ ბავშვების მოსწრების გაუმჯობესებაზე“, – განმარტავს სოფო გორგოძე.

სკოლებში საატესტატო გამოცდები 2011 წლიდან ტარდებოდა. გამოსაშვები გამოცდების მოხსნას ახალციხეში მასწავლებლების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი აქცენტს მოსალოდნელ საფრთხეებზე აკეთებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საგამოცდო მოდელზე
ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
'გამოცდების გაუქმებით საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე გაუარესდება’ – შეფასებები
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
მე–12 კლასის   გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს