FM97.5 / LIVE

არასამთავრობოები: 'ხელისუფლებას შეეძლო ჭელის საქმის მშვიდობიანად მოგვარება'

მთავარისაზოგადოება 28.08.2013
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას შეეძლო მინარეთის დემონტაჟი ისე განეხორციელებინა, რომ შეხლა-შემოხლა თავიდან აეცილებინა.

არასამთავრობოები: 'ხელისუფლებას შეეძლო ჭელის საქმის მშვიდობიანად მოგვარება'
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუშვეს ძალიან უხეში დარღვევა, როცა გამოგონილი საბაბით მინარეთის დემონტაჟი დაიწყეს.

„მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, თუ რა მიზეზით მოხდა მინარეთის დემონტაჟი და ეს უნდა იყოს დამაჯერებელი“, - ამბობს „ტოლერანტის“ მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის თქმით, ხელისუფლებას შეეძლო მინარეთის დემონტაჟი ისე განეხორციელებინა, რომ შეხლა-შემოხლა თავიდან აეცილებინა: „ყველაზე დიდი ნაკლი ახლანდელი და წინა ხელისუფლების არის ის, რომ მათ არ აქვთ ხალხთან კომუნიკაცია. რამდენიმე დღით ადრე მისულიყვნენ და ადგილობრივები გაეფრთხილებინათ, რომ აპირებდნენ მინარეთის დემონტაჟს, ეს ძნელი გასაკეთებელი იყო!?“

ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი გია ანდღულაძე მინარეთის დემონტაჟის ფაქტში ლოგიკას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს კონფლიქტი წესით არცერთ მხარეს არ აწყობდა: „იდეაში, ეს არ უნდა აწყობდეს არც ხელისუფლებას, არც სახელმწიფოს და არც ადგილობრივ მოსახლეობას. ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა ჩვენი ორგანიზაციაც და ბევრი კითხვა გაგვიჩნდა. ჩვენ ვერ ვნახეთ კანონი, რომელიც შემოსავლების სამსახურს ამ ქმედების განხორციელების უფლებას აძლევდა. მეორეს მხრივ, კანონი მოქალაქეებს თავისუფალი აღმსარებლობის უფლებას აძლევს“.

ანდღულაძე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო მხარეს წარმოადგენდა: „ჩვენს რეალობაში ასეთი შემთხვევები იყო, თუმცა სახელმწიფო ყოველთვის მედიატორის როლს თამაშობდა. სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მხარე აღმოჩნდა“.

სახელმწიფოს პოზიციაზე საუბრობს გოჩა ნათენაძეც. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს რას ებრძვის და ვის უპირისპირდება.

„შენ მოქალაქეებს იპირისპირებ? ეს როგორ შეიძლება?! აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი გადაწყვიტეს, ახლა აჭარის საკითხი დადგა დღის წესრიგში?!“-ამბობს ნათენაძე.

„დაარღვიეს არა ერთი, არამედ მთელი ჯგუფის, თემის კონსტიტუციური უფლება. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან არ ვიცი“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

ჭელაში მომხდართან დაკავშირებით "ტოლერანტმა" დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

"რელიგიური აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლება არის და იქნება ადამიანის უფლებების ფუნდამენტური რგოლი, რომლის გარანტიც კონსტიტუციაა. კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მისი უზრუნველყოფა კი ქვეყნის ხელისუფლების უმთავრესი მოვალეობაა. უკიდურეს შეშფოთებას სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კონსტიტუციის უმთავრესი პრინციპების უხეში ხელყოფა იწვევს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრეცენდენტები არა მარტო აკნინებს და ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს სურვილს, ეზიაროს ევროპულ ფასეულობებს და მონაწილე გახდეს იმ ცივილიზაციის, რომელშიც უმთავრესი ღირებულება ადამიანია, არამედ სერიოზული ბზარი შეაქვს სახელმწიფოს მშენებლობის ძალზე რთულ პროცესში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს შელახული კონსტიტუციური უფლებების აღდგენა და შემდგომში მსგავსი ფაქტების პრევენციის გზით საკუთარ მოქალაქეებს დაუბრუნოს სახელმწიფოსადმი სრული ნდობა", - ნათქვამია განცხადებაში.

[მანანა სარაშვილი, ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
ლია მუხაშავრია: მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ჭელის საქმის გამოძიება
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'
"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით