FM97.5 / LIVE

'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის მდგომარეობა სოციალურმა მუშაკებმა შეისწავლეს.

'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ვლადიმერ გალუსტიანს დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და მომვლელს საჭიროებს: „ამის გამო ჩვენმა მუშაკმა მას სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა შესთავაზა, თუმცა მოხუცმა არ ისურვა“.

სოციალური მუშაკები ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანის მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გამოაქვეყნა. თუმცა გალუსტიანების სარეიტინგო ქულა უწყებას გადამოწმებული მანამდე, ცხრა თებერვლას ჰქონდა.

„ოჯახს საკუთრებაში უფიქსირდება კიდევ ერთი ბინა, 39 წლის შვილი კი დეკლარაციის მიხედვით შრომისუნარიანია, ამიტომ ოჯახი სარეიტინგო ქულის მიხედვით დახმარების მიმღები არაა“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიკა ათუნაშვილმა.

ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში ცხოვრობს. როგორც ერთ–ერთი შვილის სიდედრი ამბობს, 82 წლის კაცზე შვილი ფიზიკურად ძალადობს. მეზობლები აცხადებენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ტირილის ხმა ხშრიად გამოდის.

შესაძლო ძალადობის ფაქტს შსს სწავლობს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე
82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს
ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ
მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს