FM97.5 / LIVE

მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.02.2019
ახალქალაქში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა, თუმცა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივები ტექინსპექტირების გასავლელად კვლავ ახალციხის ცენტრს აკითხავენ, ამიტომ აქ ისევ მანქანების რიგია.

მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან

აშოტ მინასიანი ტექდათვალიერებისთვის ახალქალაქიდან ახალციხის ცენტრში ჩამოვიდა. მისი თქმით, ახალქალაქის ინსპექტირების ცენტრში დიდი რიგებია, ასევე, იქ სერვისით ადგილობრივები კმაყოფილები არ არიან და წამოსვლა ამიტომ ამჯობინა: „ერთი დღე ვიდექი იქ. რომ დავრჩენილიყავი, ვიდრე ჩემი რიგი მოვიდოდა რამდენიმე დღე მანქანაში მომიწევდა გათენება“.

ახალციხის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ამბობენ, რომ მოქალაქეების უმრავლესობა მათ ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან აკითხავთ: „მხოლოდ ახალციხეს რომ ვემსახურებოდეთ, ლოდინი არავის დასჭირდებოდა, მაგრამ აქ მოსულთა ნახევარზე მეტი ჯავახეთიდანაა“ – ამბობს ახალციხის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე.

კომპანია „გრინ ვეი ჯორჯია“, რომელმაც ახალქალაქში ტექინსპექტირების ცენტრი სულ რამდენიმე კვირის წინ გახსნა აცხადებს, რომ სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს: „ახალქალაქში ზუსტად ისე მოწმდება ავტოტრანსპორტი, როგორც ქვეყნის სხვა ნებისმიერ ტექინსპექტირების ცენტრში. აქ 10:00–დან 19:00– საათამდე მუშაობენ და ერთი მანქანის ინსპექტირებას, საშუალოდ, 15–30 წუთს ანდომებენ“.

ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრში კი ამბობენ, რომ მათი კოლეგები ახალქალაქში დღეში ხუთ–ექვს მანქანაზე მეტს ვერ ემსახურებიან: „300 მანქანაა იქ ჩაწერილი და ორ თვეშიც ვერ მოასწრებენ იმათ შემოწმებას, ჩვენ კი დღეში 50–მდე მანქანას ვემსახურებით. ჩვენთან მოდიან ბორჯომიდანაც, ამიტომ ყველაზე მეტი დაწოლა ჩვენ გვაქვს“.

PTI ცენტრების მშენებლობა ბორჯომში კომპანია „გრინ ვეი ჯორჯიას“ ჯერ კიდევ პირველი იანვრისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა აქ ტექინსპექტირების ცენტრს ფუნქციონირება ამ დრომდე არ დაუწყია.

„ყინვის და თოვლიანობის გამო ბორჯომში ინსპექტირების ცენტრების მშენებლობა გაჭიანურდა, აქ ცენტრს დაახლოებით, ერთ კვირაში გავხსნით“, – ამბობს „გრინ ვეი ჯორჯიას“ საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ხატია ყურაშვილი.

2019 წლის 14 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა სახის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა.
ამ პერიოდიდან დღემდე ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრში მანქანების რიგია..

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ტექინსპექტირება 562–მა მანქანამ ვერ გაიარა
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ