FM97.5 / LIVE

ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაიხსნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 31.01.2019
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაკეთდება. ახალციხეში არსებულ ცენტრს კი მობილური ხაზი დაემატება და აქაც ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაიხსნება

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მალხაზ ხარებავა ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთში რამდენიმე კვირაში ახალი ტექინსპექტირების ცენტრები დაიწყებს ფუნცქიონირებას: „ბორჯომში, სავარაუდოდ, ცენტრი მომავალ კვირას გაიხსნება, ახალქალაქში კი, დაახლოებით, ორ კვირაში“.

ხარებავა ამბობს, რომ ტექინსპექტირების ცენტრების დამატების საჭიროების შესახებ ზაფხულში იცოდნენ, თუმცა ცენტრების მშენებელმა კომპანიამ ობიექტების გამართვა ვერ უზრუნველყო: „სტატისტიკურად დავთვალეთ, რომ სამცხე–ჯავახეთში რამდენიმე ცენტრის დამატება გვჭირდებოდა და ორის მშენებლობაზე ტენდერი ჯერ კიდევ ზაფხულში გამოვაცხადეთ, მაგრამ „გრინვეიმ“ გარკვეული ვალდებულებები თავის დროზე ვერ შეასრულა“.

კომპანია „გრინვეი საქართველოში“ ახალქალაქის ტექინსპექტირების ცენტრის გახსნის თარიღს ვერ აკონკრეტებს: „ბორჯომში აშენებულია და მალე ავტომობილებსაც მიიღებს, ახალქალაქში კი მშენებლობა დაწყებულია, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო დასრულებული არ არის, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის ამოქმედდება“.

„გრინვეი საქართველოს“ ტექნიკური დირექტორის ლევან აბრამიშვილის თქმით, ახალციხეში ინსპექტირების მობილური ხაზი ამოქმედდება: „ამჟამად ვეძებთ გაშლილ სივრცეს მობილური ხაზის განსათავსებლად, სადაც მოწყობილობა დაიდგმება და ყველა კატეგორიის ავტომობილს შევამოწმებთ“.

შეგახსნებეთ, რომ ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარე ტექდათვალიერების ცენტრი, დიდი ნაკადის გამო, რიგში მდგომი ყველა მანქანის შემოწმებას ვერ ასწრებს. ამიტომ სამცხე–ჯავახეთში მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ
ბორჯომში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა
მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან
ასოციაცია – 'გრინვეი' ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ბიზნესში
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ასოციაცია: ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის ზღვარზეა