FM97.5 / LIVE

აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.02.2019
ასპინძაში, აწყვიტა–ნიჯგორის დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩაინგრა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი 81 260 ლარზე გამოაცხადა.

აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
ფოტო: 2018 წლის 16 სექტემბერი


ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნიჯგორი აწყვიტის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა, სატენდერო წინადადებების მიღება 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 90 დღის ვადაში უნდა განახორციელოს. მან მთლიანად უნდა შეცვალოს ხიდის სავალი ნაწილი და საყრდენები.

ბაგირებზე დაკიდებული ხიდი მსუბუქი ავტომობილებისთვის და ქვეითად მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ხიდი, რომელიც სოფელ აწყვიტას, ნიჯგორთან და დაბასთან აკავშირებს, გასული წლის 16 სექტემბერს მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე მიკრო ავტობუსი გადადიოდა. მას შემდეგ ხიდი დაკეტილია.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ გიორგიწმინდასთან ახალი ხიდი აშენდება
'წინა საბურავებით ჩავვარდი' – სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში, სოფლების საღრძისა და აბასთუმნის სკოლასთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდა
რუსთაველის ქუჩაზე ხიდი დროებით შეაკეთეს