FM97.5 / LIVE

რაში გაიწერა 5 მლნ–მდე ლარი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში – 2019 წლის ბიუჯეტი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.02.2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 4 773 850 ლარს შეადგენს, ეს თანხა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 21 033 ლარით ნაკლებია. ისევე როგორც შარშან, წელსაც ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებში იხარჯება.

რაში გაიწერა 5 მლნ–მდე ლარი  სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში – 2019 წლის ბიუჯეტი

მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 383 050 ლარი გასული წლის ნაშთია, 3 314 800 ლარი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავალი, 76 000 ლარი კი სასწავლებელმა გამოცემული წიგნებითა და სხვა რესურსებით მიიღო.

„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წელს, უნივერსიტეტში გარემო შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული უნდა იყოს. ამიტომ გასულ წელს თანხა დავზოგეთ და ამ ნაშთით წელს შშმ პირებისთვის სხვადახვა პროექტს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ნაშთი გაგვიზარდა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სტუდენტების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულმა თანხმებმა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ ოთხი ფაკულტეტია, ფაკულტეტებისთვის ჯამურად 3 314 766 ლარია გაწერილი.

ბიუჯეტი ფაკულტეტებისთვის ასე განაწილდება:

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 434 390 ლარი.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – 1 046 000 ლარი.

იურიდიული ფაკულტეტი – 534 275 ლარი.

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 300 101 ლარი.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს შტატით და ხელშეკრულებით აყვანილი სულ 354 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავლის დიდი ნაწილი შრომის ანაზღაურებაში იხარჯება. უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ხელფასების, პრემიისა და დანამატის სახით, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 3 495 740 ლარია. მათ შორის შტატით მომუშავეთათვის 2 093 340, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილებისთვის 1 402 400.

უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ მათი ხელფასები წლებია არ გაზრდილა, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ: „ახლა ეს რომ ვთქვათ, ადმინისტრაცია სხვანარიად აღიქვამს და სხვანაირი გაგრძელება ექნება“.

უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე ხელფასების ზრდას 2020 წლიდან აანონსებს: „უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პირველი მიზანი სახელფასო პოლიტიკის გადახედვაა, ხელფასები მომავალი წლიდან გაიზრდება“.

სტუდენტური თვითმმართველბის ხარჯებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში ცალკე მუხლი გაწერილი არაა. როგორც თათეშვილი გვიხსნის მათთვის თანხა წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გამოიყოფა, ამ მუხლში კი ყოველწლიურად გაწერილი 10–15 ათასი ლარია: „თვითმმართველობაში თანხა ძირითადად ალაფურშეტებისთვის, გახსნითი და დახურვითი საზეიმო ღონისძიებებისთვის, ასევე ექსკურსიებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის სჭირდებათ".

მიმდინარე წელს უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობას გულისხმობს.

„პირველ კორპუსში ეტლით მოსარგებლეებისთვის აუდიტორიებში შესასვლელი კარები გაფართოვდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური ლიფტი და ამისთვის, დაახლოებით, 155 000 ლარი დაიხარჯება“, – ამბობს თათეშვილი.

მისივე თქმით, მეორე კორპუსში, პირველ სართულზე შშმ პირებისთვის სხვადასხვა სერვისის მოეწყობა: „ერთ–ერთ ოთახში ტელეფონი დაიდგმება და შშმ პირებს ბიბლიოთეკარი ნებისმიერ მოთხოვნილ წიგნს პირველ სართულზე ჩაუტანს. ამავე კორპუსში, აუდიტორიებში ვგეგმავთ მონიტორების განთავსებას, ასევე შენობას ექნება სამედიცინო ოთახი“.

მიმდინარე წელს უნივერსიტეტს ახალი კომპიუტერები და განახლებული წიგნადი ფონდიც შეემატება. სასწავლებელი სილაბუსებით გათვალისწინებულ წიგნებს შეიძენს და ამისთვის 15 000 ლარი დაიხარჯება.

კვლევებისთვის წელს უნივერსიტეტში 55 000 ლარია გათვალისიწნებული. როგორც თათშვილი ამბობს, გასულ წელს ამისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა: „ჩვენი პროფესურა დამოუკიდებლად ახორციელებდა კვლევებს, დაფინანსდა ორი კვლევა, სოფლის მეურნეობის და ისტორიის მიმართულებით, ეს იყო რეგიონის განვითარებისთვის საჭირო კვლევები“.

უნივერსიტეტის პროფესორი და EU - ERASMUS+ პროექტების მენეჯერი თინა გელაშვილი ფიქრობს, რომ კვლევებისთვის გაწერილი თანხა მიზერულია: „კვლევები ეთნოგრაფიასა და ტოპონიმიკაში მეცნიერება არ არის. მეცნიერება უნდა ქმნიდეს ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და გაყიდვადი. არ გვყავს არცერთი მეცნიერი, რომლის აღმოჩენაც უნივერსიტეტს შემოსავალს მოუტანდა. დოქტორანტურა რომ გვაქვს, ბიუჯეტის 1/3 უნდა მიდიოდეს კვლევებზე, ეს რაც ჩვენს უნივერსიტეტში ხდება, ფორმალობაა, მინიმუმ 200–300 ათასი ლარი უნდა გამოიყოფოდეს კვლევებისთვის, მაგრამ დოქტორანტები არ გვყავს, რომლებიც მაღალი დონის კლვევებს ჩაატარებენ“.

არ იზიარებს გელაშვილის პოზიციას სასწავლებლის რექტორი: „უნივერსიტეტს არაერთი წარმატებული დოქტორანტი ჰყავს, მაგრალითად, ნინო ზედგინიძემ გაიმარჯვა დოქტორანტურის ზამთრის სკოლაში. ასევე ჩვენმა მეცნიერმა მოიგო რუსთაველის ფონდში და ასეთი ბევრია“.

მიმდინარე წელს, 5 000 ლარით გაიზარდა გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ დაფინანსება. შარშან სასწავლებელში გამომავალი გაზეთისთვის გათვალისწინებული 10 000 ლარი იყო და წელს 15 000 დაიხარჯება. ასევე, 15 000 ლარი დაიხარჯება სესიების, კონფერენციების, ყრილობების და სხვა სამუშაო შეხვედრებისთვის.

25 000–ლარამდე დაიხარჯება პრაქტიკების, ექსპედიციებსა და სხვადასხვა გასვლითი სამეცნიერო ღონისძიებებისთვის. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხა დაიხარჯება პროფესორების ნაშრომების უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებისთვისაც.

სტამბამ გასულ წელს 16 წიგნი გამოსცა, მათ შორის ორი ჟურნალი „არავი“, ერთი სახელმძღვანელო „ეკონომიკა ბიზნესისათვის“ და ერთი საკონფერენციო ნაშრომი „ასტრონომია და ასტროფიზიკა“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება
ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება
ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
2020 წელს სამცხე-ჯავახეთში კულტურულ ღონისძიებებში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში