FM97.5 / LIVE

მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.02.2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში, მუნიციპალიტეტების მერები სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ შეხვედრაზე მყოფ 66 მშენებელს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები წარუდგინეს.

მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს

რეგიონის მასშტაბით ექვსივე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისთვის, დაახლოებით, 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ადიგენში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხუთ მილიონამდე ლარი ადიგენის მოხმარდება. მერის ზაქარია ენდელაძის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების რეაბილიტაციისთვის სამ პროექტში 2 542 554 ლარი გაიწერება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 პროექტისთვის კი 2 490 263 ლარი. ენდელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ პროექტების დაგეგმვისას აქცენტი სკოლებთან, ეკლესიებთან და სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გაკეთდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხუთი პროექტისთვის 2 589 474 ლარია გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი ცხრა პროექტისთვის 3 228 113 ლარია გათვალისიწნებული. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული, მერიის შენობასთან არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტია, რისთვისაც 1 360 000 ლარი დაიხარჯება.

ახალციხის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციისას, განსაკუთრებით, ქალაქში დაგეგმილი საცურაო აუზის მშენებლობის საკითხი გამოყო: „ეს არამხოლოდ ახალციხისთვის, მთელი რეგიონისთვის იქნება ძალიან კარგი“.

მისი თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან 5 765 261 ღირებულების ცხრა პროექტი განხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტით კი 31 პროექტისთვის 4 000 000 მილიონი დაიხარჯება.

მიმდინარე წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ შვიდი პროექტი შესრულდება. მათი დიდი ნაწილი გზების მოასფალტებას გულისხმობს. აქ სამი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 580 500 ლარით დაფინანსდება, დანარჩენისთვის კი მუნიციპალიტეტი 960 000 ლარს გამოყოფს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 51 პროექტისთვის 12 მილიონზე მეტი დაიხარჯება. მათ შორის წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 1 125 000 , ე.წ. მტრედის ხიდთან პარკის მოწყობისთვის – 200 000, სამუსიკო სკოლის რემონტისთვის – 800 000 და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის – 462 000 ლარი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ხელშეწყობით ოთხი პროექტი განხორციელდება. ყველა მათგანი გზების მოასფალტდებას გულისხმობს და ამისთვის 2 775 000 ლარია გამოყოფილი. 17 პროექტზე კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 447 000 ლარი დაიხარჯება.

მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს

გარდა აღნიშნულისა, რეგიონის მასშტაბით კიდევ 20–ზე მეტი ინფრასტრქუტურული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 47 941 699 ლარით შესრულდება. ამ თანხას დაემატება 14 103 312 ლარი და ის სამცხე–ჯავახეთის სკოლებში განსახორციელებელ პროექტებს მოხმარდება.

„თითოეულმა მშენებელმა უნდა განსაზღვროს თავის შესაძლებლობები, რადგან 2019 წელს ძალიან ბევრი მშენებლობა იგეგმება. მათთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, ამიტომ მსგავს შეხვედრებს მივესალმები“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, მშენებელ კომპანიებთან შეხვედრა ორივე მხარეს წაადგება: „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, 2019 წელი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება. მშენებლების ინფორმირებულობაზე მომავალშიც ვიზრუნებთ. რაც მეტი კომპანია ჩაერთვება ტენდერებში, კონკურენტუნარიანობა გაიზრდება და მშენებლობა მით უფრო ნაკლები დაჯდება“.

„გზების სავალი ნაწილების საფარი იმ სისქის არაა რაც საჭიროა და დასაშვებზე მძიმე მანქანა რომ გაივლის ფუჭდება. ამის გამო მშენებლებს იჭერენ. არადა სწორად რომ იანგარიშონ თავიდანვე, უფროს სქელი საფარი დაიგება და პრობლემაც აღარ იქნება“, – ამბობს „მესხეთ ავტოგზის“ მთავარი ინჟინერი იური მელიქიძე.

მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს

[ავთო ინსარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1,4 მლნ ლარი 5 პროექტისთვის – რა კეთდება მთის განვითარების ფონდიდან სამცხე–ჯავახეთში
რაში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი ბორჯომში
ახალციხეში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 15 მლნ ლარამდე დაიხარჯება
2.142.814 ლარი 4 პროექტისთვის – რა იგეგმება ადიგენში
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
2.345.000 ლარი ახალციხის თემში განსახორციელებელი 9 პროექტისთვის