FM97.5 / LIVE

ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.02.2019
ადიგენში, კახარეთის სკოლის ტუალეტს კარი არ აქვს, ზანავში კი ტუალეტის კარს მოსწავლეები შიგნიდან ვერ კეტავენ. გარდა ამისა, კახარეთისა და მოხეს სკოლებში ტუალეტებთან ხელის დასაბანად წყალი არ მოდის და შესაბამისად არც საპონია.

ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
კახარეთის სკოლის საპირფარეშო


კახარეთის სკოლის ეზოში საპირფარეშოს, რომლის კედლებიც ავარიულია, კარი არც ბიჭების და არც გოგოების კაბინას აქვს. ტუალეტში ქაღალდი არის, თუმცა ჰიგიენური ნორმები დაცული არაა. საპირფარეშოს შესასვლელში დაკიდებულ ხელსაბანში კი წყალი არაა. სკოლაში ამბობენ, რომ ტუალეტი უკვე სამი წელია ამ მდგომარეობაშია.

კახარეთის სკოლის დირექტორი ქეთევან აფრიამაშვილი სკოლის ბიუჯეტის რაოდენობაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სასწავლებელს საპირფარეშოს მოსაწესრიგებლად თანხა არ აქვს: „ტუალეტის დემონტაჟისთვის ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული მაქვს, განათლების სამინისტროშიც გავგზავნე წერილი და პასუხს ველოდები“.

ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
მოხეს სკოლის საპირფარეშო


რაც შეეხება მოხეს საჯარო სკოლას, აქ საპირფარეშოებში ჰიგიენური ნორმები დაცული არაა. ეზოში ონკანზე წყალი მოდის, თუმცა მოშორებით.

„ხელსაბანიც და საპონიც სკოლის ფოიეში გვაქვს. მცირე ბიუჯეტიანი სკოლა ვართ და თანხები მხოლოდ ხელფასებში გვყოფნის, ამიტომ ვერ მოხერხდა აქამდე საპირფარეშოს მოწესრიგება. მალე ტენდერი გამოცხადდება და ორ სართულზე სტანდარტის შესაფერისი საპირფარეშო მოეწყობა,“ – გვითხრა მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა.

ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
ზანავის სკოლის საპირფარეშო


ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
ხელსაბანი ზანავის სკოლის საპირფარეშოსთან


ზანავის სკოლის ეზოში ხის საპირფარეშოს კარი აქვს, თუმცა შიგნიდან არ იკეტება. ორივე კარს საკეტი დამაგრებული მხოლოდ გარედან აქვს. დირექტორი ნუკრი ქიტორელიძე ამბობს, რომ საპირფარეშოს მოსწაყობად თანხა უკვე გაწერილი აქვს: „ნებართვის მიღებას ველოდებით ინფრასტრუქტურის სააგენტოდან“.

ბავშვთა უფლედამაცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, ხშირად ბავშვების ჩაგვრის ადგილად იქცევა: „განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მაშინ როდესაც მოუწესრიგებელი საპირფარეშო, განსაკუთრებით გოგონებისთვის, არის უსაფრთხოების და პირადი თავისუფლების საკითხი. მთავრობა მაშინ იწყებს რეაგირებას, როდესაც ტრაგედია ხდება, მანამდე სად იწყება და როგორ იწყება ეს ტრაგედიები, ყურადღებას არ არავინ აქცევს“.

არგანაშვილის თქმით, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები გოგონებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასაც ართმევს: „ეს საკითხი არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთანაც. არაერთი კვლევა ამბობს, რომ მსგავსი საპირფარეშოები არის გოგონების და ბიჭების ჩაგვრის ადგილი.
საპირფარეშოს მოუწესრიგებლობის გამო, ხშირად მოსწავლეები არ დადიან სკოლაში, ამის გამო მათი აკადემიური მოსწრება ჩამორჩება და ასე ისინი დაცინვისა და ძალადობის ობიექტები ხდებიან“.

ინფექციონისტი ნესტან უშხვანი კი დაბინძურებულ ტუალეტებში მძიმე ინფექციური დაავადებების გაჩენის საფრთხეზე საუბრობს: „დაბინძურებული საპირფარეშო შესაძლოა მძიმე ინფექციის კერად იქცეს, დიდი შანსია, რომ ხელის დაუბანლობით ნაწლავური ინფექციები, მათ შორის დიზინტერია გაჩნდეს. ამ დროს იკარგება ელექტროლიტები და თუ ინფექციის გენერალიზირება მოხდა, კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. ამის თავიდან არიდება ხელის დაბანით შეიძლება“.

განათლების სამინისტროში ადიგენის მოუწესრიგებელი საპირფარეშოების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. უწყებიდან ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაგვამისამართეს.

„ჩემს მოსვლამდეც ასეთი მდგომარეობა იყო. ამჟამად სტანდარტების შესაბამისი არაა საპირფარეშოები, თორემ ისეთი, რომ ვერ სარგებლობდეს მოსწავლე, ან მასწავლებელი, ასეთი მდგომარეობა არაა. ჩვეულებრივი საპირფარეშოებია, ისეთივე როგორიც ადრე იყო. ჩვენ ვიცით ამ პრობლემის შესახებ და რამდენიმე თვეში მოვაგვარებთ“, – გვითხრა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა.

[ავთო ინასარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ
ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები
ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
‘ბავშვები ვერ იცავენ ჰიგიენას’– პირველი სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარი შეცვალეს