FM97.5 / LIVE

რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.01.2019
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად საერთო კრებები იმართება. ამ დრომდე, 50–ზე მეტ სოფელში შერჩეული პრიორიტეტების უმრავლესობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობაა.

რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

რეგიონის მასშტაბით, გარდა ასპინძისა, საერთო კრებების გამართვა ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. კრებაზე ადგილობრივები სამ პრიორიტეტს ასახელებენ, მათ შორის ერთს კი ღია კენჭისყრის წესით ირჩევენ.

დღეს, 29 იანვარს იმართება საერთო კრებები ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლდესა და წნისში. რვა სოფელში კი კრებები უკვე ჩატარდა და პრიორიტეტებიც გამოავლინეს.

მაგალითად, აწყურში რეგისტრირებული 1 487 ამომრჩევლიდან, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა 215–მა მიიღო. კონსულტაციის დროს სამი პრიორიტეტი გამოიკვეთა, პირველი – სასაფლაოს შემოღობვასა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენებას გულისხმობდა, მეორე – სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციასა და სასაფლაოს შემოღობვას, მესამე კი პარკში სტადიონის ხელოვნური საფარის მოწყობას. კრების დამსწრე 165 კაცის გადაწყვეტილებით, აწყურში სასაფლაო შემოიღობება და იქამდე მისასვლელი გზა მოეწყობა.

ადგილობრივების გადაწყვეტილებით თისელში, გურკელსა და წინუბანში გარე განათება მოეწყობა. ზიკილიაში სანიაღვრე არხი, აგარაში სასმელი წყლის რეზერვუარი და შიდა ქსელი გაკეთდება. ტყემლანაში საზოგადოებრივი საპირფარეშო, სასაფლაოს ღობე და სასაფლაოზე სამეურნეო დანიშნულების შენობა აშენდება. საყუნეთში კი გარე განათება დამონტაჟდება.

რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

17 იანვრიდან დაიწყო პრიორიტეტების შერჩევა ადიგენის მუნიციპალიტეტმა. აქ 13 სოფელში განსახორციელებელი პროექტები უკვე შეირჩა. არალში – საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები განხორციელდება, წარბასთუმანში – სასმელი წყლის რეაბილიტაცია და რიტუალების სახლში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება, უდეში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე გრუნტის გზა მოსწორდება, ზაზალოში – სოფლამდე მისასვლელი გზა დაიგება, ბენარაში – სასმელი წყლის მიმღებ სათავეს გააკეთებენ, უნწაში – გზებს მოხრეშავენ, შოლავერსა და ენთელში – სასმელი წყლის რეაბილიტაციას გეგმავენ, ბოლაჯურში – სარწყავი წლის პრობლემას მოაგვარებენ, საირმეში – ცენტრალურ გზას მოაასფალტებენ, ჭელაში – გარე განათებას დაამონტაჟებენ, კეხოვანში – სარწყავ არხს გააკეთებენ, ჭეჭლაში კი გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 428 000 ლარია. ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე, 428 000 ლარი დაემატება. 22 სოფელში, სადაც უკვე პრიორიტეტები შეარჩიეს, ეს თანხა შემდეგი პროექტებისთვის დაიხარჯება: წაღვერში - სკოლის ეზოში სპორტული მოედნი, დაბაში, ტიმოთესუბანში, მზეთამზეში, ვარდგინეთში, ბეშეთში, ზანავსა და კორტანეთში – სკვერები მოეწყობა. დვირში –კლუბს გადახურავენ, ქვაბისხევში - სარწყავ სისტემას გააკეთებენ, ჭობისხევში ტრენაჟორებსა და ატრაქციონებს დადგამენ, საკირეში - გარე განათებას დაამონტაჟებენ, ტაძრისში – სტადიონს შემოღობავენ, დგვარში – სანიაღვრე არხს მოაწყობენ, ტბაში, ცემში, ლიბანსა და სადგერში - წყლის სისტემას მოაწესრიგებენ, ახალდაბაში – საპირფარეშოს, ბიუეტსა და მოსაცდელს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ყვიბისში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას მოაწყობენ, რველში - სასმელი წყლის სათავე ნაგებობას და საფეხმავლო ბილიკს გააკეთებენ.

რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

აქტიურად მიმდინარეობს პრიორიტეტების შერჩევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. შვიდ სოფელში კრება უკვე ჩატარდა. ადგილობრივების გადაწყვეტილებით განძაში, საღამოსა და ფოკაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. ტამბოვკაში, ასფარასა და ვლადიმიროვკაში - გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება. სათხაში - საბავშვო ბაღი ინვენტარით აღიჭურვება და სპორტული იფრასტრუქტურა მოეწყობა, ოროჯალაში სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება, როდიონოვკაში კი სპორტულ ინვენტარს შეიძენენ.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, მუნიციპალიტეტის რვა სოფელში პრიორიტეტები ადგილობრივებმა უკვე შეარჩიეს. თუმცა, რომელ სოფელში რა პრიორიტეტი შეირჩა, ამ ინფორმაციის მისაღებად, უნანიანმა წერილობით მიმართვა გვთხოვა.

რაც შეეხება ასპინძას, აქ კრებების გამართვა ორ თებერვალს დაიწყება და ცხრა თებერვალს დასრულდება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ სოფელში რა გაკეთდება ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა
ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
ახალქალაქის ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს