FM97.5 / LIVE

'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.01.2019
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ძეგლის დადგმის საკითხს ეხმაურება. მისთვის, გაუგებარია, როგორ გამორჩა სუს–ს ისეთი ფაქტი, რომელმაც სახელმწიფო დიპლომატიურ სკანდალამდე მიიყვანა.

'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი

ზაურ ხალილოვმა ამის შესახებ "რადიო მარნეულთან" ისაუბრა.

ხალილოვის თქმით, სომხური და აზერბაიჯანული თემის დაპირისპირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემები, კერძოდ კი ის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს სახელმწიფოს ნაწილად არ თვლიან.

"ამ შემთხვევაში ეთნიკურად სომეხი დეპუტატები ძეგლის გახსნაზე ისე წავიდნენ, რომ არ დაფიქრებულან თუ რა შედეგი შეიძლება გამოეწვია ამას საქართველოსათვის. რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელ დეპუტატებს, ისინი ხმას მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც ამის დირექტივა აზერბაიჯანიდან მოდის. ისინი ამდენი წლის განმავლობაშ პარლამენტში არიან. უამრავი საკითხი მოხდა ქვეყანაში რაზეც ყველა თავის აზრს აფიქსირებდა და ესენი ჩუმად იყვნენ, ძეგლის დადგმაზე კი აჟიოტაჟი ატეხეს. სანამ აზერბაიჯანიდან არ მისცემენ შენიშვნებს მანამდე ისინი ხმას არ იღებენ", - ამბობს ხალილოვი.

ხალილოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება რეაგირებას ითხოვს. რეაგირება შესაძლოა ძეგლის დემონტაჟში გამოიხატოს, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გაღვივება გამოიწვიოს.

ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. ამ დღეს დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, NGO–ები მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

იურისტი შოთა თუთბერიძე თვითმმართველობის პირველი პირების სამსახურეობივ გულგრილობაზე საუბრობს და ფაქტის შესწავლას ითხოვს. მათი განცხადებით უნდა მოხდეს ძეგლის დემონტაჟი, გარდა ამისა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგა.

სოფელ ბუღაშენის მკვიდრი მიხეილ ავაკიანი მთიანი ყარაბაღის ომში 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოსთან, მალევე დადგეს.როგორც ადგილობრივები აცხადებენ ძეგლი დაზიანდა და ამიტომ ის ახლით ჩაანაცვლეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე