FM97.5 / LIVE

‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.01.2019
ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის უკვე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
ფოტო: jnews.ge


მიხეილ ავაქიანის ძეგლი სოფელ ბუღაშენის ცენტრში, ძველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 იანვარს დადგეს. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი და სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.

ძეგლის დადგმას აზერბაიჯანულ დიასპორაში უარყოფით შეფასებები მოჰყვა.

„ჯავახეთში, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ყარაბაღის კონფლიქტში „კობრას“ სახელით იყო ცნობილი. აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ქალებს დაუნდობლად ხოცავდა და ასეთ პიროვნებას დღეს საქართველოში ძეგლს უდგამენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. ამის გამო არამხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები ჩემი თანამემამულეები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები აზერბაიჯანელები შეძრა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეზობელი აზერბაიჯანის მიმართ ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა", - აცხადებს აზერბაიჯანული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, თოღრულ ალაჰვერდიევი.

ბუღაშენის სკოლის დირექტორი თათეოს პალიანი აცხადებს, რომ მიხეილ ავაქიანი წარმოშობით მათი სოფლიდან არის და ძეგლი მის საპატივსაცემოდ ამიტომ დადგეს: „მიხეილი ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ის ჩვენი სოფლის გმირია და ამიტომ ხალხი დიდ პატივს სცემს“.

სოფლის დეპუტატის ჰამლეტ მოვსესიანის განმარტებით ძეგლი მიხეილ ავაქიანის ნათესავმა გააკეთა, ასევე კეთილმოაწყო მიმდებარე ტერიტორიაც: „რუსეთში ცხოვრობს მისი მდიდარი ნათესავი, მიხეილ ავაქიანის ბიძაშვილია, მან გააკეთა ეს ყველაფერი“.

ისტორიკოსი ციური ლაფაჩი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის საქართველოს ტერიტორიაზე დადგმა დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება ქვეყნებს შორის უკმაყოფილების მიზეზი გახდეს: „ეს არ არის სწორი ნაბიჯი და გადაწყვეტილება. ყარაბაღის ომი ქართველებისთვის ძალიან სამწუხარო იყო, ერთი მხარეც და მეორეც ერთნაირად მტკიოდა, მაგრამ ამ ომის გმირს ან ყარაბაღში უნდა დაუდგან ძეგლი, ან სომხეთში ძმათასასაფლაოზე. სულ ახლო წარსულში საქართველოში იმდენი გმირი დაიღუპა, რომლებიც სრულიად უსახელოდ დარჩნენ, მაგრამ ასეთი რამ სხვას არ გაუკეთებია“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი აცხადებს, რომ სოფელ ბუღაშენში ძეგლის დადგმის ნებართვა მუნიციპალიტეტს არ გაუცია, უფრო მეტიც აღნიშნულის შესახებ ინფრომაცია გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიგო: „თანასოფლელებმა დაუდგეს, მე საქმის კურსშიც არ ვიყავი. ერთი დღით ადრე დაგვირეკეს და დაგვპატიჟეს. აქ ბიუსტი ჯერ კიდევ 1994 წელს დადგეს, ახლა რესტავრაცია ჩაუტარებიათ და უფრო დიდი გააკეთეს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. სხვას ვერაფერს გეტყვით“.

კითხვაზე უნდა იდგეს თუ არა ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე, გვპასუხობს: „ეს რა კითხვაა, ეს ძეგლი იყო ადრეც. რამდენად სწორია, ან არასწორია ეს ჩემი შეფასების საგანი არ არის“.

ციური ლაფაჩი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს: „ბიუსტი რომ დადგეს, მაშინვე უნდა აეღოთ და მერე ძეგლს აღარ დადგამდნენ. უნდა გავითვალიწინოთ, რომ ყარაბაღის ომი ჯერ დამთავრებული არ არის“.

ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის გახსნის ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

„ქართულ ოცნებაში“ ტვინი საერთოდ გამოგელიათ? ვის უდგამთ ძეგლს არ უნდა იცოდეთ? ყარაბაღის ომის გმირს რატომ უნდა დაუდგათ საქართვეოში ძეგლი?–წერს შორენა მარსაგაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

„ანუ სეპარატისტს და ტერორისტს დაუდგეს ძეგლი ??“– აღნიშნულ საკითხს განიხილავენ ფორუმზეც.

ძეგლი ახალქალაქში 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება, როდესაც დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე.
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი