FM97.5 / LIVE

‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი

მთავარისიახლე, სამართალი 25.01.2019
იურისტი შოთა თუთბერიძე ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის გმირის ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს, ამბობს, რომ ქმედება უკანონოა და ძეგლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, გარდა ამისა, ის ვინც სოფელში მონუმენტი დადგა უნდა დაჯარიმდეს.

‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი

იურისტის შოთა თუთბერიძის თქმით, მომხდარის გამართლება იმით, რომ ძეგლი უკვე იდგა და ძველის ახლით შეცვლა ნებართვას აღარ საჭიროებდა, არასწორია.

„მონუმენტის შესაცვლელადაც უნდა გაცემულიყო ნებართვა. სახელმწიფომ უარყო ფორმალური მონაწილეობა ამ პროცესში. საქართველოს ოფიციალური პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, აქედან გამომდინარე, ყარაბაღის ომის გმირის ძეგლის დადგმა და დაფიქსირება, რომ ის ჩვენი საზოგადოებისთვის გმირია, არ არის კარგი. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მიუხედავად ეთნიკური შემადგენლობისა, ამ ნაბიჯებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ“, – ამბობს თუთბერიძე.

იურისტი ფიქრობს, რომ ბუღაშენში ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით ახალქალაქის მერიამ მოკვლევა უნდა დაიწყოს: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ იმიტომ უნდა აიღონ ძეგლი, რომ ის ნებართვის გაცემის გარეშეა დადგმული.

თვითმმართველობას ეს გაუფრთხილებლობით მოუვიდა, რადგან არ განიხლა და კონსულტაცია არ გაიარა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როცა საქმე ეხება ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიც არის ვინმესთვის ძეგლის დადგმა, ან მემორიალური ობიექტის გახსნა, როგორც წესი არ წყდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუროკრატების მიერ. ეს უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო ფენების განხილვის შემდეგ. ყოველთვისაა ასეთ საკითხებში ჩართული კულტურის სამინისტროც“.

თუთბერიძე ამბობს, რომ ბუღაშენში მომხდართან დაკავშირებთ ახალქალაქის თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან, სამსახურეობრივი გულგრილობა იკვეთება: „თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ წიაღს, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელმა ამ ძეგლის შესახებ გაიგო, კითხვა არ გაუჩნდა ნებართვა ხომარ სჭირდებათ მათ მონუმენტის დასადგმელადო?!“

20 იანვარს სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი და სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.

ქალაქის მერმა იური უნანიანმა კი განაცხადა, რომ ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაცია მის გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიგო.

იგივეს აცხადებს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვიც: „მე არ მქონდა ინფორმაცია ძეგლის გახსნის შესახებ, არც გახსნის დღეს არ ვყოფილვარ სოფელში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი