FM97.5 / LIVE

'ჯეოსელის' და 'მაგთის' აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.01.2019
ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს 18 თებერვლიდან სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჯეოსელის აბონენტებს სამ თვეში 60 თეთრის, მაგთის აბონენტებს კი ერთი ლარის. იცლება სხვა პაკეტების ღირებულებაც.

'ჯეოსელის' და 'მაგთის' აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ

კომპანია „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი პირველი მარტიდან ამოქმედდება.

„პირველი მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში.

კერძოდ, პირველი მარტიდან „ახალი პაკეტი მეტი S” ხუთი ლარის ნაცვლად, შვიდი ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა.

რაც შეეხება „მაგთის“, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25-ს" ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით ხუთი ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - ერთი ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სატელეკომუნიკაციო ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია
რა ეღირება PCR ტესტის ჩატარება კერძო კლინიკებში
სილქნეტმა რეგიონებში  ჯეოსელის მეოთხე თაობის (4.5G) ქსელი გააძლიერა [R]
რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა
იანვრიდან პენსია და სოციალური პაკეტები იზრდება
აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება