FM97.5 / LIVE

რამდენი ლარით დაჯარიმდებით თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2019
14 იანვრიდან მძღოლი, რომლის ავტომობილსაც სავალდებულო ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი, თვეში ერთხელ, 50 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი კი 200 ლარით.

რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით

იმ შემთხვევაში, თუ ტექდათვალიერება არ გაქვთ გავლილი დაგაჯარიმებთ, როგორც ე.წ "ჭკვიანი" კამერები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დარღვევის არაღმოფხვრის შემთხვევაში ყოველი ერთი თვის გასვლის შემდეგ ჯარიმა კვლავ 50 ლარია, რაც ჯამში ერთი წლის განმავლობაში 600 ლარი იქნება.

სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ამბობენ, რომ 2018 წელს რეგიონის მასშტაბით, 2500 ავტომობილი შემოწმდა, აქედან დაახლოებით 500–მა ავტომობილმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

„იმ ავტომობილის მძღოლს, რომელმაც ვერ გაიარა ტექდათვალიერება ერთთვიან ვადას ვაძლევთ, ამ პერიოდში განმავლობაში მანქანა არ დაჯარიმდება და მას ჩვეულებრივად შეუძლია გადაადგილება. განეორებითი შემოწმება უფასოა“, –განმარტავს ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სამცხე–ჯავახეთის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ აღდგომელაძე.

ტექდათვალიერება ყველა სახის ავტომობილმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს, გადასახადი 60 ლარია. ავტობუსების მძღოლებს, რომლებსაც მგზავრები გადაყავთ, ტრანსპორტის შემოწმება ექვს თვეში ერთხელ მოუწევთ.

„მანქანის სიძველეზე არ არის დამოკიდებული, მთავარია დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები რაც არის გათვალწინებული.პირველ რიგში მაყუჩიდან სპეციალური მოწყობილობით ვამოწმებთ რა რაოდენობის CO–ს გამოყოფს ავტომობილი, თუ გამონაბოლქვის რაოდენობა ნორმას არ აღემატება მერე ინსპექტირება სამუხრუჭო სისტემის შემოწმებით გრძელდება. ასევე, მოწმდება საბურავები, მანქანის სავალი ნაწილი, საჭით მართვის სისტემა, ფარები და სხვა ნაწილები“, – ამბობს ნუგზარ აღდგომელაძე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრი მხოლოდ ახალციხეშია, მანქანების დიდი რიგებია.

„ახალქალაქიდან და ნინოწმინდანაც აქ ჩამოდიან, 14 იანვრიდან კიდევ უფრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა, გაათმაგდა. ხუთი თანამშრომელი ამოწმებს მანქანებს“, – ამბობს ნუგზარ აღდგომელძე.

ტექდათვალიერების გავლის თარიღი ავტომობილის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული (თუ ავტომობილი 20 იანვრის თარიღით არის რეგისტრირებული, ტექდათვალიერებაც 20 იანვრის ჩათვლით უნდა გაიაროს).

როდემდე გაქვთ დრო ავტომობილის ტექდათვალიერების გასავლელად, შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე pti.ge –ზე. ინსპექტირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზიც – 1484.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა სახის ავტომიბილისთვის სავალდებულო გახდა.

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის პირვლი იანვრიდან დაიწყო, რომელიც ოთხ ეტაპს მოიცავდა. 2018 წლის სამი იანვრიდან დაიწყო სამგზავრო (რვა ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ამავე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
რამდენმა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს
მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ
რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას