FM97.5 / LIVE

რამდენმა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.01.2020
2019 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ტექინსპექტირებისას ავტომობილების 88,8 % დადებითად შეფასდა, 11,2%-ს კი ტექდათვალიერების გავლა კიდევ ერთხელ მოუწევს.

რამდენმა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში

2019 წელს „გრინვეის“ ტექდათვალიერების ცენტრში შემოწმებაზე 13 679 ავტომობილი გავიდა. პირველ ცდაზე 52% (7 210) დახარვეზდა. განმეორებითი ტექდათვალიერებისას წუნდებული ავტომობილიდან 10%-ს (578) კვლავ ხარვეზი დაუდგინდა.

ჯამში „გრინვეის“ ინსპექტირების ცენტრში სამცხე-ჯავახეთში დადებითად 11 614 ავტომობილი შეფასდა. 2 065 ავტომობილს კი ტექდათვალიერების გავლა ხელახლა მოუწევს.

მეორე კომპანია, რომელიც რეგიონში ავტომობილების ტექდათვალიერებას უზრუნველყოფს შპს „მესხეთია“. ორგანიზაციამ 2019 წელს 7 933 ავტომობილი შეამოწმა, აქედან 46%-ს (3 657) ხარვეზი დაუდგინდა. 85 %-მა (3 128) ავტომობილმა ტექდათვალიერების გავლა მეორე ცდაზე შეძლო.

ჯამში „მესხეთის“ ინსპექტირების ცენტრმა 7 404 ავტომობილის ვარგისიანობა დაადგინა, დარჩენილი 528 ავტომობილი კი ტექინსპეტქირებას 2020 წელს კიდევ ერთხელ ცდის.

სულ სამცხე-ჯავახეთში, ტექისპექტირებისთვის „გრინვეის“ და „მესხეთის ცენტრებს“ 21 412-მა ავტომობილმა მიაკითხა, საიდანაც ტექინსპექტირება 19 018-მა ავტომობილმა გაიარა.

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის პირვლი იანვრიდან დაიწყო, რომელიც ოთხ ეტაპს მოიცავდა. 2018 წლის სამი იანვრიდან დაიწყო სამგზავრო (რვა ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ამავე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს
მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ
კვირის აქცენტი: ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება [ვიდეო]