FM97.5 / LIVE

ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.01.2019
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თაზო გამცემლიძის განცხადებით, ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ მას, მალე ახალი საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება.

ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება
ბაკურიანში ახალი ინფარსტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადება, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დღეს, 6 იანვარს გაავრცელა. კომპანიის ხელმძღვანელმა ბაკურიანის დამსვენებლებს მიმართა და საბაგირო გზებისა, სასრიალო ტრასების ნაკლებობის გამო, შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიში მოუხადა.

„პირველ რიგში, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შრომამ შედეგი გამოიღო და ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა უამრავი ახლი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი. თუმცა დამსვენებელთა მატებამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა სფეროში. ეს პრობლემები განსაკუთრებით თვალნათლივ ბაკურიანში გამოიკვეთა. ძალიან ბევრ დამსვენებელს, სამწუხაროდ, დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა "კოხტა-მიტარბი"-ს სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო). მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტა-მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება "კოხტა-მიტარბის" უთოვლობის პრობლემა. ასევე, ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოვეს პერიოდში ვგეგმავთ",–ნათქვამია მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაზო გამცემლიძის თქმით, ბაკურიანს დაემატება გაყიდვების წერტილები და ამუშავდება ახალი "ონლაინ" გაყიდვების სისტემა–"მთავრობასთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე, ოთხივე ზამთრის კურორტზე, რაც ძალიან მალე დადებითად აისახება საქართველოს სათხილამურო არეალებზე".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში დიდველის საბაგირო გამორთულია
კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა
დაბალი ხილვადობის გამო, ბაკურიანში ორი საბაგირო დაკეტილია
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
როგორ შეხვდება ბაკურიანი ზამთრის სეზონს
მეორე დღეა დიდველის საბაგირო გათიშულია
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის