FM97.5 / LIVE

მერებმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთწლიანი მუშაობა შეაჯამეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 28.12.2018
დღეს, 28 დეკემბერს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა მერების ანგარიში მოისმინა. მათ მომვალი წლისთვის განსახორციელებლი პროექტების შესახებაც ისაუბრეს.

მერებმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთწლიანი მუშაობა შეაჯამეს

შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების მერებმა მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები განიხილეს. როგორც სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, სამცხე–ჯავახეთი რეგიონებს შორის ერთ–ერთი პირველია პროექტების შესრულების კუთხით: „პროექტების მართვის თვალსაზრისით და საკასო შესრულების მიხედვით პირველ ადგილზე ვართ“.

შეხვედრის მონაწილეებმა 2019 წელს განსახორციელებელი პროექტებიც მიმოიხილეს. ერთ–ერთი რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალი წლისთვის რეგიონში დაფინანსდება, ქალაქებსა და სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა იქნება.

ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ მინისტრის მოადგილესთან დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზის საკითხი დააყენა. მისი თქმით, გზა ერთი წელია დამეწყრილია და უკვე არსებობს ალტერნატიული გზის პროექტი, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო, მშენებლობა ვერ იწყება: „ახლაც გზაზე ცუდი მდგომარეობაა, გამორიცხული არ არის მეწყერული პროცესები ისევ განვითარდეს, ჩვენ კიდევ ფინანსების არარსებობის გამო, გზის მშენებლობას ვერ ვიწყებთ“.

როგორც შეხვედრაზე ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, „ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ საკითხს განიხილავს“.

დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ტენდერებში კომპანიების მონაწილობის რეგულაციები მარტივდება. „აქამდე ახლადშექმნილ კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ჰქონდათ, ახლა ასე აღარ იქნება. ეს პროცედურები მარტივდება და ვფიქრობ, ამით ბიზნესს ხელი შეეწყობა“, – ამბობს მარინა გაჩეჩილაძე.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, 2019 წლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აღდგება და საკუთარი სოფლის პრიორიტეტებს ისევ ადგილობრივები შეარჩევენ.

მერებმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთწლიანი მუშაობა შეაჯამეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2019 წლიდან 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' აღდგება
მერებმა მშენებლებს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს