FM97.5 / LIVE

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2018
დღეს, 25 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მერმა ზაზა მელიქიძემ პატარებთან ერთად აანთო. საზეიმო ღონისძიებაზე მესხური მრავალჟამიერი იმღერეს, თოვლის ბაბუამ კი პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

საზეიმო ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ პარკში 19:00 საათზე დაიწყო.

“ბევრი სიურპრიზი გელოდებათ წინა საახალწლოდ. ხვალიდან ცენტრალურ პარკში არაერთი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ქალაქში და სოფლებში პატარები თოვლის ბაბუებისგან მიიღებენ საახალწლო ტკბილეულს. ჩემო პატარებო ყველა თქვენთაგანს სურვილები აგისრულდებათ და ამას თოვლის ბაბუები მოგიტანენ. წარმატებული წელი მინდა გისურვოთ“, – მიმართა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ პარკში შეკრებილებს.



ღონისძიების პარალელურად პარკის ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართა. ახალციხეში მოქმედმა ორგანიზაციებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

„ჩვენ ვართ წმინდა ფრანცისკეს მონასტრის წარმომადგენელები. ეს ბავშვების ნამუშევრებია, რომელიც შესრულებულია ყავის მარცვლებით, ორი დღის განმავლობაში გვექნება გამოფენა–გაყიდვა, შემდეგ უკვე სხვაგან გადავინაცვლებთ“, – ამბობს ალექსანდრე კანდელჯიანი.

ხისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები გამოიტანა ბაზრობაზე სარეკლამო კომპანიამაც: „ჩვენ 31 დეკემბრამდე გვექნება გამოფენა–გაყიდვა პარკის ტერიტორიაზე“, – გვითხრა აღნიშნული კამპანიის წარმომადგენელმა ნინო ზაზაძემ.

საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინა ახალციხის სამხატვრო სკოლამაც.

საახალწლო ბაზრობა ცენტრალური პარკის ტერიტრიაზე 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა აქ სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციის ნამუშევრები იქნება გამოტანილი გასაყიდად.



ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს [Photo]
ახალციხეში შშმ პირების საახალწლო ნამუშევრები გამოფინეს
შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალქალაქში საახალწლო ღონისძიებებისთვის 21 831ლარი დაიხარჯება
საახალწლო ღონისძიება ახალციხეში [ფოტო]