FM97.5 / LIVE

‘პენსია ჩამომაჭრეს და სესხი ისე გამინულეს’ – ახალციხეში ‘განულების პროგრამის’ ხარვეზებზე საუბრობენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.12.2018
ასპინძაში სესხი გარდაცვლილს გაუნულეს, ახალციხეში კი პენსიონერი ამბობს, რომ მას ვალის გადასაფარად ერთი თვის პენსია მთლიანად ჩამოაჭრეს.

‘პენსია ჩამომაჭრეს და სესხი ისე გამინულეს’ – ახალციხეში ‘განულების პროგრამის’ ხარვეზებზე საუბრობენ

ახალციხეში მცხოვრები ქალი ყვება, რომ მას პენსიის დანიშვნამდე ლიბერთი ბანკის სწრაფი სესხი 650 ლარი ჰქონდა აღებუ ლი. ერთ წელზე მეტ ხანს მისი გადახდა ვერ შეძლო, ამიტომ სესხების განულების პოგრამაში მოხვდა.

„ოქტომბერში ავიღე პირველი პენსია, თან ბანკთან შევთანხმდი, რომ ნაწილ–ნაწილ დავფარავდი პენსიით, თუმცა ნოემბერში მითხრეს, რომ სესხების განულების პროგრამაში მოვხვდი და დავალიანება გადაიფარებოდა. ამის შემდეგ დავალიანება კი გადაიფარა, მაგრამ ამისთვის ნოემბრის პენსია სულ ჩამომაჭრეს“, – გვიყვება პენსიონერი.

მომხდარის გარკვევა მან ლიბერთი ბანკის თანამშრომლებთან სცადა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო: „ვინც სესხთან დაკავშირებით აქამდე მეკონტაქტებოდა, ახლა ტელეფონზე აღარ მპასუხობს. ცხელ ხაზზეც დავრეკე და მითხრეს, რომ ჩემი საქმე მოკვლევაზეა გაგზავნილი. მიუხედავად ამისა საპრეტენზიო წერილიც დავწერე და ახლა პასუხს ველოდები. იმის მაგივრად, რომ ბანკს კლიენტის მხარე დაეჭირა პენსიის გარეშე დამტოვეს“.

ფონდ „ქართუში“ აცხადებენ, რომ „ასეთ შემთხვევებზე პასუხისგმებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ“: „ასეთმა ადამიანებმა, თავიანთი კონკრეტული პრობლემით, იმ ბანკებს უნდა მიაკითხონ და გაარკვიონ ამბავი, სადაც დავალიანება აქვს. თუ ჩათვლის „ფონდი ქართუ“ საჭიროდ, რომ რაღაცა გაურკვეველი დარჩა, მაშინ განცხადებას გაავრცელებს“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ „კონკრეტულ მსესხებელთან დაკავშირებით, უწყებიდან ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ“. მომხდარზე კომენტარი არც „ლიბერთი ბანკის“ ახალციხის ფილიალის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

სესხების განულების პროგრამაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებიდან, „მკვდარი სულები“ სამცხე–ჯავახეთიდანაც მოხვდნენ. ასპინძაში, სოფელ საროში ს.გ–მ აგრო–სესხი თავდებების გარეშე 2015 წლის თებერვალში აიღო. სესხის პირობების მიხედვით, თანხა ნოემბერ–დეკემბერში უნდა დაეფარა, თუმცა მსესხებელი აგვისტოში გარდაიცვალა.

„როცა სესხის დაფარვის დრო მოვიდა, დაგვირეკეს და წერილიც გამოგვიგზავნეს. მათ ავუხსენი რომ მსესხებელი გარდაიცვალა, ჩვენ კი შესაძლებლობა არ გვქონდა და ვერ გადავიხდიდით. მას შემდეგ ორი წელი გავიდა და აღარავინ შეგვხმიანებია“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გარდაცვლილების განულების პროგრამაში მოხვედრის შესახებ განცხადხება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში: „თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში“ .

პირის გარდაცვალების შემდეგ, მისი სასესხო ვალლდებულებები, რომ მემკვიდრეებმა უნდა გადაიბარონ ამაზე „საზოგადოება და ბანკების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც საუბრობს, თუმცა მისთვის გარდაცვლილების, სესხის განულების პროგრამაში მოხვედრა მაინც უცნაურია: „კრედიტ ინფოს არ ჰქონდა წვდომა იმაზე, რომ ადამიანების გარდაცვალებაზე ინფორმაცია მოეძიებინათ და სიიდან ამოეღოთ. თუმცა ამ შემთხვევაში სესხების განულებაზე სახელმწიფოც მუშაობდა და ფინანსთა სამინისტროს, რადგან მას ყველაფერზე აქვს წვდომა ეს მონაცემები უნდა გაეფილტრა და ისე მიეწოდებინა ფონდ „ქართუსთვის“. როცა პროგრამას მკვდარი სულები დაემატნენ, ცოცხალი ადამიანების სესხების განულების რიცხვი შემცირდა“.

სპეციალური ვებ-გვერდი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, 10 დეკემბერს, ამუშავდა. იმ ადამიანებს, ვინც სესხების განულების პროგრამაში მოხვდა, 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სესხები გაუნულდებათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო
სესხების განულების პროგრამას ახალი კომპანიები შეუერთდნენ
‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ
Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა
სესხების განულების პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდა
'სერვერმა ვერ გაუძლო' - სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდი ჯერ არ მუშაობს