FM97.5 / LIVE

11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.12.2018
აბასთუმანში 11 წლის წინ აზერბაიჯანიდან გადმოსახლებულ რეპატრირებულ ბასატოვებს საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ აქვთ, ამის გამო ხუთსულიანი ოჯახი არაერთ პრობლემას აწყდება.

11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

მუსლიმი მესხი ჰუსეინ ბასატოვა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სოფელ აბასთუმანში 11 წელია ცხოვრობს. ბასატოვები საქართველოში საცხოვრებლად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.

„მამაჩემს უნდოდა თავის მშობლიურ მიწაზე დავბრუნებულიყავით და ამიტომ მთელი ოჯახით ჩამოვედით. ჩემი და ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ძმა თურქეთშია სამუშაოდ წასული. მამა გასულ წელს დავკრძალეთ. ახლა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ“, – გვიყვება ჰუსეინი.

იგი ოჯახს მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით არჩენს. ამბობს, რომ თავი გააქვთ, თუმცა, მთავარი პრობლემა ამდენი წლის შემდეგ ისევ მოქალაქეობის არქონაა: „მოსავალი მომყავს და მერე ვყიდით, ძროხებიც მყავს, ესაა ჩემი შემოსავალი. ცოტა ფული გვაქვს. ხუთჯერ მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დროს მოქალაქეობა, მაგრამ ხუთივეჯერ უარი მივიღე. მას მერე აღარსად წავსულვარ“, – ამბობს ჰუსეინი.

იმის გამო რომ ბასატოვებს მოქალაქეობა არ აქვთ, სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

„ექიმთან მინდა მისვლა, ხან რა მტკივა ხან რა, მაგრამ ვერ მივდივარ, არ გვაქვს მაგდენი ფული – ერთი ანალიზის გაკეთება სხვისთვის რომ 20 ლარია მე 100 ლარს ვიხდი“, – ამბობს ჰუსეინის მეუღლე რაიფე ბასატოვა – „ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ვართ, წელიწადში ერთხელ კანონი გვავალდებულებს საზღვარი გადავკვეთოთ. ხუთი ადამიანი რომ გავიდეთ და შემოვიდეთ ვალის საბაჟოზე ამასაც ფული უნდა“.

ბასატოვების გარდა სოფელ აბასთუმანში რეპატრირებული მესხების კიდევ შვიდი ოჯახი ცხოვრობს.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელიც ათეულ წელზე მეტია რეპატრირებული მესხების უფლებებს იცავს, ამბობს, რომ ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეობას არ თმობენ და საქართველოს მოქალაქეობაც ამიტომ არ ენიჭებათ: „ბასატოვები თვითრეპატრირებულები არიან. მათ არ აქვთ სტატუსი, უსტატუსო ადამიანები სარგებლობენ იგივე იურდიული უფლებით, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეეები. მათ არ სურთ აზერბაიჯანის მოქალაქეობის დათმობა, რადგან იქ ნათესავები ჰყავთ. ასევე, როგორც ვიცი, იქაური ქვეყნის მოქალაქეობა რომ დატოვონ გადასახდელია 500 დოლარი, ზოგს კი ამისი საშუალება არ აქვს. გარდა ამისა, თავად სახელმწიფოსაც არ სურს ხშირად მისმა მოქალაქემ ქვეყანა რომ დატოვოს“.

რა პროცედურებია გასავლელი აზერბაიჯანის მოქალაქეობის მოსახსნელად, ამ შეკითხვით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მივმართეთ.
უწყებაში გვიპასუხეს, რომ „დიპლომატები შეხვედრაზე არიან წასულები“, ამის შემდეგ კი ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

„მინდოდა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა მიმეღო, თუ ასე არ გამოვა მაშინ საქართველოს მოქალაქეობა მირჩევნია“, – გვითხრა ჰუსეინ ბასატოვამ.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეპატრირებული მესხებისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით ხდება. ამისთვის მათ იუსტიციის სახლში რეპატრირებული მესხის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტო სურათი უნდა მიიტანონ, ასევე, მომსახურებისთვის 50 ლარი გადაიხადონ. თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადონ: „ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს ზეპირი შეთანხმება, რომ საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება მათი ქვეყნის მოქალაქე თუ აქ მოქალაქეობას არ დათმობს და პირიქით. თუ არის შემთხვევა, რომ პირს რეპატრირებული მესხის სტატუსი არ აქვს, მერე საფუძველი უნდა ვეძიოთ, თუ რატომ ითხოვს ასეთი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას“.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მუსლიმი მესხების 30–მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა საქართველოში 2007–2008 წლებში ჩამოვიდა, თუმცა ნაწილი უკან წავიდა. ბოლო წლების განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში საცხოვრებლად მხოლოდ ორი ოჯახი ჩამოვიდა.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში შვიდი მუსლიმი მესხი სწავლობს. მასწავლებლები ამბობენ, რომ მათ გასულ წლებში მოქალაქეობის არქონის გამო, ატესტატის აღება უჭირდათ.

„ეს წლების წინ იყო პრობლემა, ახლა ამ მხრივ ყველაფერი მოგვარებულია. მოსწავლეები, რომელებიც საჯარო სკოლებში სწავლობენ და ყოველწლიურ ვაუჩერს იღებენ, სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს ჩვეულებრივ მიიღებენ“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე
ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
სამველ პეტროსიანი  ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს