FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს

მთავარიპოლიტიკა 11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულ 10,000-ზე მეტ პირს, მოქალაქეობა დაუბრუნოს.

პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა 10 ათასზე მეტ პირს შეუწყდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მან მედიას საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გააცნო.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გადმოგზავნილი დასკვნების საფუძველზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს 10 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული პირები წარმოადგენენ, როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე საქართველოს ეთნიკიურ უმცირესობას. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, მათ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს. ეს განცხადება მათ უნდა წარადგინონ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში (იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ერთეულში), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. ჩვენი მიზანია, რომ ისინი დამატებითი სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეობის იძულებით დატოვების გამო. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ პირებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიანიჭოს მოქალაქეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, სომხეთის მოქალაქეობის გამო, ივნისის დასაწყისში, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
‘საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ კანონში ცვლილება შევიდა
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
სამველ პეტროსიანი  ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს