FM97.5 / LIVE

‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2018
კურორტ აბასთუმნიდან მოშორებით, ტუბსაავადმყოფოს გადატანას პაციენტების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი თქმით, სადაც ახალ საავადმყოფოს აშენებენ, იქ წიწვოვანი ხეები არაა და ამიტომ ჰაერს სამკურნალო თვისებებიც არ ექნება.

‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით შენდება. შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. ამჟამად აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეშია.

„იმ წიწვოვან ტყეში ვინც გააკეთა ტუბი, გიჟი იყო?! როგორ უნდა იმკურნალონ ხრიოკ ადგილზე ავადმყოფებმა, ჰაერი ხომ სჭირდებათ?! მეც ვმკურნალობდი აბასთუმნის ტუბში და ვიცი, რომ პაციენტებს გარეთ გამოსვლა და ჰაერის ჩასუნთქვა სჭირდებათ. აბასთუმნის მთავარი ხიბლი ფილტვით დაავადებულებისთვის ხომ ეს არის?“ – ამბობს ადგილობრივი ეთერ აშორთია, რომელიც აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში წლების განმავლობაში მკურნალობდა.

მის პოზიციას იზიარებს ტუბსაავადმყოფოს პაციენტების უმრავლესობა.

„მე აბასთუმანში ჰაერი მინდა, თორემ წამლით თბილისშიც ვიმკურნალებდი და აქ აღარ ჩამოვიდოდი. უკეთეი იქნება თუ საავადმყოფოს წიწვოვან ხეებში დატოვებენ“, – გვითხრა მამუკა გვიმრაძემ, რომელიც ხარაგაულიდანაა და მეოთხე წელია აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში მკურნალობს.

აბასთუმანში რომ ჰაერის გამო მკურნალობენ, ამაზე ტუბსაავადმყოფოს სხვა პაციენტებიც საუბრობენ: „აქ წიწვოვანი ტყეა, იქ კიდევ, სადაც ახალ საავადმყოფოს აშენებენ ხეები არაა. ჩვენ გვირჩევნია, რომ სამკურნალოდ აქ დავრჩეთ. არ ვიცით ტუბის მოშორებით გადატანა რატომ გადაწყვიტეს“.

„ბიძინა ივანიშვილმა თვითონ ჩამოიყვანა ლაბორატორია და ჰაერი შეამოწმებინა. ამბობენ ერთნაირი არისო, როგორც აქ ტუბთან, ისე მშენებარე საავადმყოფოსთანო. ამიტომაც გადაწყვეტილა რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა კურორტისგან მოშორებით. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ტუბი“, – ამბობს აბასთუმანში მცხოვრები ნუგზარ ხოსიტაშვილი.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში აცხადებენ, რომ კურორტზე ჰაერი ყველგან ერთნაირია და სად იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი მნიშვნელობა არ აქვს: „მთავარი მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიებია. ამას პაციენტები ახალ საავამდყოფოში იგრძნობენ, რადგან იქ ყველაფერი უახლესი სტანდარტებით მოწყობილი იქნება“, – ამბობს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი რევაზ ჟღენტი.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო სად იქნება, ამას რომ მნიშვნელობა არ აქვს, რეგიონში სხვა საავადმყოფოებში დასაქმებული ფიზიატრებიც საუბრობენ: „იქ სადაც საავადმყოფო შენდება, წიწვოვანი ხეები თუ არ დგას, ბევრს არაფერს ნიშნავს. ქარი დაუბერავს და მიწვდება ჰაერი, თან თუ რამდენიმე წიწვოვან ხესაც დარგავენ საავადმყოფოსთან, მთლად უკეთესი იქნება, თუმცა ჩემი აზრით ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ადაფტირებული და თანამედროვე“, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ქეთევან ჯინჭველაძე.

მის პოზიციას იზიარებს ფიზიატრი ნანა მურჯიკნელი, რომელიც ბორჯომის საავადმყოფოში მუშაობს: „აბასთუმანი ისეთი დახურული ზონაა, რომ სად იქნება შენობა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით მანდ ძველი შენობა ისეთი ამორტიზებულია, პაციენტების დროულად გაყვანაა საჭირო“.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, კურორტზე ტუბსაავადმყოფოს შენობა ძველი და მორტიზებულია, ამიტომ ის პაციენტებისთვის საფრთხის შემცველია: „ტუბერკულოზის ბაქტერიებს შეუძლიათ სპორის სახით წლების განმავლობაში იარსებონ შენობის ნაპრალებში, იატაკში და იმ მტვერში, რომელიც იქ არის. ცალსახა შეფასება იყო, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელია და უფრო მეტიც მისი დემონტაჟიც კი გარკვეულ სპეციალურ ტექნოლოგიებს მოითხოვს“.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ივანიშვილის აბასთუმანში სახლს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. მისი სტუმრობის შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ კურორტზე სულ ექვსი ობიექტის მშენებლობა დაიწყო.

‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას