FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე: ჩვენი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.11.2018
საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, დავით ბაქრაძე, რომელმაც მეორე ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, ამბობს, რომ მათი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ იქნება.

დავით ბაქრაძე: ჩვენი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის

ამის შესახებ ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე მანამდე განაცხადა, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე აქციებს დააანონსებდა.

მისი თქმით, ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

"აქედან გამომდინარე მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ, ისეთ გადაწყვეტილებას ,რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს", — აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 28 ნოემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა დაუმორჩილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ გადავდივართ მასობრივი დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები", — აღნიშნა სააკაშვილმა.

დღეს, 29 ნოემბერს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მშვიდობიანი მანიფესტაციების მოწყობას გეგმავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს დღეს, 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეხვდება
გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%
დავით ბაქრაძე: 'არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ვაშაძეს დავუჭერთ მხარს'
Edison Research ეგზიტპოლის შედეგები: გრიგოლ ვაშაძე - 45%, სალომე ზურაბიშვილი - 55%
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო