FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 01.06.2012
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ახალციხის ცენტრალურ პარკში დილიდან ხალხმრავლობა იყო. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შეკრებილი პატარები მულტფილმის გმირებთან ერთად გაერთნენ. პარკში შეკრებილი იყვნენ ახალციხის სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოქალაქეები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ კონცერტში, მეხუთე საჯარო სკოლის მუსიკალურმა სტუდია ”პალიტრამ” და სკოლამდელი დაწესებულებების პატარა ვოკალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებმა ფერადი ცარცებით ასფალტიც მოხატეს. საუკეთესო ნახატის ავტორები კულტურის სამსახურმა დააჯილდოვა.

”ჩვენს ქალაქში უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად ჩამოყალიბდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ვცდილობთ, რომ დღევანდელი დღე ბავშვებს დღესასწაულად ვუქციოთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მარინე გოგოლაძე.

ღონისძიების ორგანიზებაში კულტურის სამსახურთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision საქართველოს” წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, რომლებმაც ბავშვებს ბუშტები და ტკბილეული დაურიგეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ღონისძიებაზე მისული პატარები ნაყინითაც დაასაჩუქრა.

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში დასუფთავების აქციით აღნიშნეს
ადიგენში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს ®
პირველი ივნისი ახალციხეში [Photo]
ახალციხის სოფლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხის გამგეობამ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა
ახალციხეში 1 ივნისის აღსანიშნავად ემზადებიან
1 ივნისი ახალციხეშიც აღნიშნეს