FM97.5 / LIVE

შეძლებს თუ ვერა გრიგოლ ვაშაძე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მერაბიშვილისა და სააკაშვილის შეწყალებას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 12.11.2018
მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას შეწყალება კი 'გაერთიანებული ოპოზიციის' პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ერთ–ერთი დაპირებაა.

შეძლებს თუ ვერა გრიგოლ ვაშაძე,  გაპრეზიდენტების შემთხვევაში,  მერაბიშვილისა და სააკაშვილის  შეწყალებას

გრიგოლ ვაშაძემ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ შეწყალებას აპირებს.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, სტეფანე თუმანიშვილის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროს 2020 წლის თებერვალში ტოვებს. მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეების და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: “აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - ორი წელი და სამი თვე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი, აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – ოთხი წელი და ექვსი თვე, მითვისება, გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – ხუთი წელი, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე. საბოლოოდ კი სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლითა და ცხრა თვით განესაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის ხუთ იანვარს საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას მას თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 2014 წლის 22 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვით მიესაჯა.
მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნასა და მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებს პრეზიდენტისთვის წარდგენამდე შეწყალების საკითხთა კომისია განიხილავს.

თუმცა, კომისია არ განიხილავს შეწყალების თხოვნას იმ პირის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი, ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი; ასევე არ განიხილავს, თუ პირს მსჯავრი დაედო მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი და ასევე, პირს რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს სასჯელის ერთი მესამედი.

ჩამოთვლილი წინაპირობებიდან, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ყველა პირობას აკმაყოფილებენ გარდა ერთისა, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მათ საკუთარი ფეისბუქის საშუალებით განაცხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეწყალების კომისიისგან დადებით რეკომენდაციას ვერ მიიღებენ, რადგან თუ პირი არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას, ამ შემთხვევაში კომისია მსჯავრდებულის შეწყალების საკითხს არ განიხილავს. ითხოვს თუ არა ბაჩანა ახალაია შეწყალებას, უცნობია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის რევაზ აჭარაძის თქმით, კომისია ფორმალობაა და მას პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების შეჩერება არ შეუძლია: „კომისიამ რომც უთხრას უარი მსჯავრდებულის შეწყალებაზე, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს ახსნა–განმარტების გარეშე ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება შეუძლია“.

იგივეს ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე: „შეწყალების კომისია თავად პრეზიდენტს აქვს შექმნილი დოკუმენტების ფილტრაციისთვის. მაგრამ მისი გვერდის ავლით შეუძლია ნებისმიერი შეწყალების განხორციელება. არათუ კომისიას, არამედ არც მთავრობას აქვს რაიმე ბერკეტი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად“.

შეწყალების გამოყენების წესის შესახებ ბრძანებულების მეხუთე მუხლში ვკითხულობთ, რომ კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებებს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებასაც.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოსახლეობა გრიგოლ ვაშაძეს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩევს, დიდი ალბათობით ვანო მერაბიშვილი, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად საპატიმროს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
ე.წ. უდოს კომისიამ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ვანო მერაბიშვილს უარი უთხრა
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს