FM97.5 / LIVE

‘საჩივრებს ზედაპირულად განიხილავენ’ – NGO-ები საოლქოების მუშაობაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.11.2018
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ“, "სამართლიანმა არჩევნებმა“ და „მრავალეროვანმა საქრთველომ“ კენჭისყრის დღეს სამცხე–ჯავახეთში 19 საჩივარი დაწერეს.

‘საჩივრებს ზედაპირულად განიხილავენ’ – NGO-ები საოლქოების მუშაობაზე

სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი საჩივარი რეგიონში „რავალეროვანმა საქართველომ“ დაწერა. მან სხვადასხვა უბანზე სულ ცხრა დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის ორი ნინოწმინდაში და შვიდი ახალქალაქში. აქედან ნინოწმინდაში ერთი საჩივარი სრულად დაუკმაყოფილეს, მეორე ნაწილობრივ. რაც შეეხება ახალქალაქს კომისიამ აქ სამი საჩივარი დააკმაყოფილა.
„წინა საარჩევნოდაც და არჩევნების დღესაც ოლქებთან კარგად ვთანამშრომლობდით და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, საოლქოების მხრიდან ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება“, – ამბობს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ბასილაშვილი.

მისგან განსხვავებით, საოლქო კომისიების მუშაობას არაჯეროვნად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი: „მაგალითად, ახალციხეში ჩვენი საჩივარი, რომლის მიხედვითაც, გადასატანი ყუთი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალით დაჰქონდათ, არ განიხილეს, მიზეზად კი ის თქვეს, რომ საჩივარში ზუსტად არ გვქონდა მითითებული აგიტაციის დრო. არადა ვიდემტკიცებულება გვქონდა წარდგენილი, რომელშიც გარკვევით ჩანდნენ კომისიის წევრები, ასევე მანქანის ნომერი და ის, რომ მანქანაზე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა იყო დაკრული“.

სიას ახალციხეში მხოლოდ ერთი საჩივარი ჰქოდნა წარდგენილი, ბორჯომში კი მან ორი საჩივარი დაწერა. აქედან ერთი დაკმაყოფილდა, ერთი კი არა.

წელს თითქმის ყველა ოლქში, კომისიის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო კომისიების წევრების ახსნა განმარტებები გაიზიარეს, შესაბამისად საჩივრებში წარმოადგენილი დარღვევები რეაგირების გარეშე დატოვეს.

„ საარჩევნო კოდექსში ახსნა–განმარტებებს იურიდიული ძალი მიენიჭა, ასე საოლქოებს საქმე გაუადვილა და ზედაპირულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, თუ უბანზე მომხდარ დარღვევაზე საჩივარს ვწერთ, ამას შემდეგ თავმჯდომარე, ან ის პირი ვის მიმართაც ფიქსირდება დარღვევა, ახსნა–განმარტებას წერს და აქ მთავრდება იმ დარღვევის აღმოფხვრა. საოლქო კომისიები იმ უბნებზე აღარ ითვლიან ხელახლა ხმებს და აღარ იკვლევენ პრობლმეას სიღრმისეულად. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამაზე და შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ახსნა–განმარტებები რომ არ უნდა იყოს გამოსავალი ამაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ბიბილეიშვილიც: „სამართალდამრღვევებს დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ახსნა–განმარტებებით ცესკომ „გააპრავა“ დარღვევები. ელემენტარული საყვედური მაინც უნდა გამოუცხადონ დამრღვევებს“.

„სმართლიანმა არჩევნებმა“ სამი საჩივარი ახალქლაქში, ხოლო ოთხი ახალციხის სარჩევნო ოლქში ჰქონდა დაწერილი. ყველა მათგანი შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა. ახალქლაქის საოლქოს აღნიშნულზე ჯერ არ უმსჯელია, ახალციხემ კი ერთი განუხილველად დატოვა და სამი არ დააკმაყოფილა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
N38–ე ადიგენის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა