FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში N26 ოროჯალას უბანზე ხმაურია [Video]

მთავარისიახლე, არჩევნები, SK TV 28.10.2018
ნინოწმინდის N26 ოროჯალას უბანზე დილიდან დაძაბული ვითარებაა. აქ კომისიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. ვითარების გასაცნობად ამ წუთებში სოფელში საოლქო კომისიის წევრები მივიდნენ.

ნინოწმინდაში N26 ოროჯალას უბანზე ხმაურია [Video]

ნინოწმინდაში N26 უბანზე “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ლია გუჯეჯიანი და კომისიის წევრი აღასინ დალალიანი ერთმანეთს დღის პირველ ნახევარში დაუპირისპირდნენ. კომისიის წევრი ამბობს, რომ მას გუჯეჯიანმა ბეიჯი და პასპორტი გამოართვა და გადააგდო. გუჯეჯიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ მოხმდარზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ უბანზე დაძაბული ვითარებაა და აქ ამომრჩევლები ხმას პირადობის გარეშე აძლევენ.

დღის მეორე ნახევარში ოროჯალაში მეორე საჩივარიც დაიწერა. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წამომადგენელი წოვინარ ბაობიანი აცხადებს, რომ ერთი კაცი უბანზე ორჯერ მივიდა, ხელი მოაწერა და ხმაც მისცა. მან საჩივარში სწორედ ეს ფაქტი დააფიქსირა.

უბანზე სივიწროვეა, კენჭისყრის პროცედურებისთვის გამოყოფილი ფართი არასაკმარისია. ამის გამო ხმაური იქმნება. ვითარებას კი როგორც საუბნო კომისიის წევრები ამბობენ, უბნის კომისიის თავმჯდომარის ქმარი, რაზმიკ პაპაზიანი ძაბავს. პაპზიანი სოფლის რწმუნებულია, არჩევნებს კი დამკვირვებლის სტატუსით „კავშირი 21–ე საუკუნედან“ აკვირდება.

„რაც არ ეკითხება ყველაფერზე ლაპარაკობს, ძაბავს ვითარებას, აგრესიულია ყველას მიმართ“, – აცხადებენ საუბნო კომისიის წევრები.

ოროჯალაში დაძაბული ვითარების გამო ნინოწმინდის საოლქო კომისიის წევრები ჩავიდნენ: „ჩვენ გვინდოდა, რომ ვითარებაში გავრკვეულიყავით, აქ მხოლოდ ამისთვის ვართ“, – გვითხრა ნინოწმინდაში საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გია გაჩეჩილაძემ.





[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბეჟანოს უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა [Video]
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს
ახალციხეში N4 უბანზე კომისიის წევრს ‘ოცნებიდან’ საჩივარი დაუწერეს
N32–ე ახალციხის უბანზე ოთახში არ იდგა ქსეროქსის აპარატი