FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

მთავარისიახლე, განათლება 16.10.2019
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, განათლების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პერსონალურ კომპიუტერს 200–მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს.

სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ წარმატებული მოსწავლეების სია უკვე გადაუგზავნა სამინისტროს, თუმცა რამდენი მათგანი მიიღებს კომპიუტერს არ ახსოვს: „დაახლოებით 80-მდე მოსწავლეა“.

ადიგენში 14 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს კომპიუტერს, ასპინძაში ცხრა, ბორჯომში 39, ნინოწმონდაში 39, ხოლო ახალქალაქში – 22 მეათე კლასელი.

როგორც, რესურსცენტრებში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს ყველა წარჩინებული მოსწავლის სია განათლების სამინისტროს უკვე გადაგზავნილი აქვს და კომპიუტერების მიღებას ელოდებიან.

ქვეყნის მასშტაბით კი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება უკვე დაიწყო.

პროგრამა, 2009 წლიდან ხორციელდება. მის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს: „თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს“.

სამინისტროში ამბობენ, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს პერსონალურ კომპიუტერს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 3857 მოსწავლე მიიღებს. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი
სამცხე–ჯავახეთში 84 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა
სამცხე – ჯავახეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
სამცხე–ჯავახეთის სკოლების 79 მეათეკლასელი კომპიუტერით დაჯილდოვდა
ახალციხესა და ახალქალაქში 38 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცეს
ბორჯომში წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა