FM97.5 / LIVE

FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.02.2019
სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორცილდება.

FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო

მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასებს ყოველკვირეულად აგროვებენ და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან. სამინისტროში კი ეს ინფორმაცია მუშავდება.

ფასების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით უკვე შეიქმნა ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მონაცემთა შეგროვება ელექტრონულად, კომპიუტერული ტაბლეტების მეშვეობით ხორციელდება და მონიტორინგის დასრულებისთანავე, შეგროვებული და შეყვანილი ინფორმაცია სამინისტროს სერვერზე ავტომატურად იგზავნება. აღნიშნული საგრძნობლად ამარტივებს მონიტორინგის პროცესს და ამცირებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.

ახალი აპლიკაციის დანერგვის მიზნით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს თებერვლის თვეში ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნული გადამზადება სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი. მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციის გამოყენების, ფასების მონიტორინგის სისტემაში შესული ყველა მეთოდოლოგიური ცვლილების და პროდუქტების განახლებული ჩამონათვალის შესახებ. ტრენინგები ჩატარდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]