FM97.5 / LIVE

15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, სამართალი 24.10.2018
ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ მასზე კლასელმა იძალადა. საქმეს შსს გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით იძიებს.

15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს

როგორც გოგონას დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება მის შვილზე თანაკლასელმა 2017 წლის დეკემბერში, მეცხრე კლასში სწავლის დროს იძალადა, თუმცა ამის შესახებ 2018 წლის მარტში გაიგო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბიჭი გოგონაზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა : „ემუქრებოდა არსად თქვა, თორემ მოგკლავო. მოვითხოვ, რომ ეს ბიჭი სათანადოდ დაისაჯოს".

საპირისპიროს ამტკიცებს ბიჭის დედა : „ჩემი შვილი არ არის დამნაშავე. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თუ ჩემმა შვილმა იძალადა და გოგონა ამბობს, რომ ეს დეკემბერში მოხდა, იმის მერე კიდევ ჩემ შვილთან ერთად რატომ დადიოდა?! ძალით რომ ეკადრებინა თქვენთვის ვინმეს რამე, იმის გვერდით კიდევ გაივლიდით?! მოდიოდა ჩემ შვილთან ერთად სახლში, თამაშობდნენ კომპიუტერზე, ერთად ეძებნენ მასალებს ინტერნეტში“.

გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მისი შვილი თავს ცუდად გრძნობს. მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.

„სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიური კომუნიკაცია აქვთ ბავშვთან და მის ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოკვლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს: "გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის".

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც სამართალდამცველებმა გოგოს და ბიჭის კლასელები დასაკითხად პოლიციაში დაიბარეს: "სამმართველოში დამიბარეს როგორც მშობელი, ჩემი შვილი ამ გოგონას კლასელია. დეკემბრის ამბავია და ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში გავიგეთ, დეტალები არ ვიცი. დედამისს უჩივლია. გოგონა სკოლაში დადის, გაკვეთილებს ესწრება. სპორტსმენი ბავშვია, სიგელი ხშირად მოაქვს სკოლაში და ამისთვის შექებას იმსახურებს“.

მომხდარის შემდეგ, გოგოს დედის მოთხოვნით ბიჭი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოგონას შესაძლო გაუპატიურების საქმეზე აუდიტმა სკოლაში ბულინგი ვერ დაადგინა
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა „სამხრეთის კარიბჭეს“
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ახალციხეში ბიჭი დააკავეს
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია