FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი, არჩევნები 23.10.2018
ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდით ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ ტოროიანის მიერ, საკრებულოს ფეისბუქის გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო.

„განვიხილეთ საქმე, დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში შემდგომი განხილვისთვის“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძე.

ახალქალაქის რაიონული სასამართლო საქმეს ორ დღეში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა. ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა