FM97.5 / LIVE

გადარჩენილების ბედნიერება

მთავარისიახლე, ბლოგები 03.02.2019
მატასისი ბლოგი

გადარჩენილების ბედნიერება
16 იანვარს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, გაზმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

19 იანვარს, თბილისის გარეუბანში, თხრილში, გარდაცვლილი იპოვეს 12 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. ის ჯართს აგროვებდა როცა მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

22 იანვარს, თბილისში, ერთ ერთ რაიონში, სახლში, ოთხის წლის გარდაცვლილი გოგონა იპოვეს. გოგონა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო.

31 იანვარს, თბილისში, მხუთავი აირით შვიდი მამაკაცი გარდაიცვალა. გაზმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა. გარდაცვლილები რეგიონებიდან იყვნენ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მშენებლობაზე მუშაობდნენ.
ყველა გარდაცვლილის ისტორია ერთმანეთზე უფრო შემზარავია.

და უცებ, თბილისში დადგეს ბედნიერების ძეგლი - მრგვალი გახვრეტილი დისკო სხივებით, რომელიც რაღაც ლითონზე დგას და ეს რაღაც მოღერებულ ყელს მივამსგავსე.

ყელმოღერებული ბედნიერება უბედურ ქვეყანაში.

შემედევებიან - აბა კუბოს ქანდაკებას ხომ არ დადგამდნენო - კი, უნდა დადგან, ნამდვილად! რადგან მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ 13 წლის ბავშვები პურის ფულის შოვნის გამო კვდებიან. რომ ერთ სახლში შეიძლება სისტემის გაუმართაობის გამო შვიდმა კაცმა ვეღარ გაიღვიძოს. მათ ოჯახებს კი პურის ფულს აღარავინ გაუგზავნის.

ხშირად მიწევს სოფლებში სიარული და თუ გინდა გაიგო როგორ ცხოვრობს იქ ხალხი სოფლის მაღაზიაში უნდა გაჩერდე.

მოდის ადგილობრივი და ყიდულობს ერთ კილო შაქარს, ერთ კილო მაკარონს, ორ პურს, სამ კვერცხს, ლარიან ყავას.

მერე შემოვა ვინმე ნასვამი კაცი, იყიდის ერთ ბოთლ ლუდს, მიეყუდება მაღაზიის ცემენტის კედელს და იწყებს ლაპარაკს თუ როგორ უჭირს ხალხს. მაღაზიის გამყიდველი მიჩვეულია და არც უსმენს. მე ვდგავარ გაშეშებული.

ერთგან ვიტირე. ორი ,,ჩუპა ჩუპსი“, ნახევარი კილო შაქარი როცა იყიდა მაღალმა კაცმა, რომელსაც შავი, ტალახიანი ,,ვალინკები ეცვა. მერე მე გადმომხედა და მითხრა - ცივა, სოფელში იმდენი იარე დაიღლებოდი, წამო, ჩემი ცოლი ცხელ პურებს აცხობს და ჩაის დაგალევინებთო.

ის ბედნიერების ძეგლი ალბათ გადარჩენილებისაა, იმათთვის ვინც გაზმა არ გაგუდა, იმათთვის ვინც ჯართს აგროვებს და მიწის ჩამოშლას გადაურჩა, იმათთვიის ვისაც გვაქვს პური და ჩაი ყოველდღიურად. გადარჩენილების ბედნიერების ძეგლი.

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბინა, რომელშიც გაზმა გაჟონა, ამ დრომდე დალუქული იყო
წარმოშობით ადიგენელი გოგონა თბილისში გარდაცვლილი ნახეს
ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომში 22 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალქალაქში 39 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
'ხომ გაიმეტეს'
გამოკითხვა: რა არის ბედნიერება? [Video]