FM97.5 / LIVE

ანსამბლ 'მესხეთის' წევრები ჰოლანდიაში სოლო კონცერტებს მართავენ [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2018
ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთის" ოთხი წევრი ჰოლანდიაში გაემგზავრა. კვარტეტი "ძმანო" სხვადასხვა ქალაქში რვა სოლო კონცერტს გამართავს.

ანსამბლ 'მესხეთის' წევრები ჰოლანდიაში სოლო კონცერტებს მართავენ [Video]

ჯგუფს ჰოლანდიელი, ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესებული, იოკე ვან დერ ვეიდი მასპინძლობს.

"იოკე, რომელმაც იცის ქართული ხალხური სიმღერები და თან ამ სიმღერებს ასწავლის იქ ჰოლანდიელებს, ჩვენთან სტუმრად ხშირად ჩამოდის. აქ ვიკრიბებით და ერთად ვმღერით–ხოლმე", – ამბობს ანსამბლ "მესხეთის" ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი.

კვარტეტი, რომლის წევრებიც არიან: დავით ტაბატაძე, ზურაბ ინასარიძე, არჩილ კაპანაძე და ვასილ ბეგიშვილი, ჰოლანდიაში პირველ ოქტომბერს გაემგზავრა. აქ ისინი ფოლკლორულ სიმღერებს, საგალობლებს, ასევე ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციებს შეასრულებენ.

"სიმღერები ძირითადად ჩვენი რეპერტუარიდან იქნება, თუმცა კვარტეტმა ამ მოგზაურობისათვის სხვადასხვა სიმღერებიც შეარჩია",– ამბობს თამარაშვილი.

მისივე თქმით, ანსამბლ "მესხეთის" წევრები ჰოლანდიაში, ამსტერდამში მიმდინარე წლის მარტშიც იმყოფებოდნენ: "მაშინ, შვიდი კაცი ვიყავით. ჰოლანდიის საზოგადოებრივ არხზე გადის რეალითი შოუ "ვინ არის თხუნელა". ეს შოუ ამჯერად გადაიღეს საქართველოშიც, ვარძიაში და ჩვენთან ახალციხეში. აი, სწორედ ამის შემდეგ მიგვიწვიეს მისმა მონაწილეებმა ჰოლანდიაში".

ანსამბლი "მესხეთი" ახალციხეში 1949 წლიდან არსებობს.


ექსპრონტად შესრულებული სიმღერა ჰოლანდიაში, ქალაქ ჰოფდორფში:



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი 'ძმანო' ერთთვიანი ტურით ჰოლანდიაში მიემგზავრება
‘დილით შენს ბაღში ვღიღინებ’ -  ‘ძმანო’ ჰოლანდიაში [ვიდეო]
ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]
ავანგარდი: კვარტეტი 'ძმანო' –  ახალციხიდან ჰოლანდიამდე [Audio]
ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]
ანსამბლ 'მესხეთს' ვარსკვლავს გაუხსნიან
მესხური სიმღერები ფოლკლორული ანსამბლების შესახებ გამოცემისთვის შეარჩიეს