FM97.5 / LIVE

ახალციხეში იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.09.2018
კომპანიებმა და მეწარმეებმა თავიანთი ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დღის ბოლომდე უნდა დაარეგისტრირონ , წინააღმდეგ შემხვევაში ხვალიდან, 1 ოქტომბრიდან დაჯარიმდებიან, ამის გამო ახალციხის იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია, ამიტომ უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ახალციხეში იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დღის ბოლომდე დაარეგისტრიროს.

მეწარმეების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და დღეს შემთხვევით გაიგეს. ნაწილი კი ამბობს, რომ იცოდნენ, თუმცა იუსტიციის სახლში აქამდე მოსვლა ვერ მოახერხეს.

„დღეს შუადღით შემთხვევით გავიგე, ჩემს მეუღლეს უთხრეს, მაშინვე მოვედი. აქამდე ინფორმაცია არ მქონდა“, – ამბობს შპს „ლაბა პროდუქტის“ დამფუძნებელი.

„ვიცოდი, შემოსავლების სამსახურის გვერდზე ვნახე უბრალოდ ვერ მოვიცალე, ახლა რიგში დგომა მომიწევს“, – გვითხრა ერთ–ერთმა მეწარმემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მეწარმე წინასწარ იყო გაფრთხილებული აღნიშნული ცვლილების შესახებ: „ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა მომხმარებელს გაუგზავნა ინფორმაცია“.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით იუსტიციის სახლები მომხმარებელს 22:00 საათამდე მოემსახურებიან.

ახალციხის ისუტიციის სახლთან მგომი მეწარმეების რაოდენობა იმატებს, როგორც აქ მყოფები ამბობენ, მათ ვისაც ინფრომაცია ამ დრომდე არ აქვთ, ურეკავენ და მოსვლას ურჩევენ.

ახალციხეში იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია

ახალციხეში იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია

თბილისის იუსტიციის სახლში დღეს უპრეცედენტო რიგი იყო, ასობით კომპანიის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ცდილობა ე.წ. "მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი" ორგანიზაციების რეესტრში ჩაწერას, რასაც მათ ახალი კანონმდებლობა ავალდებულებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იუსტიციის სახლებში რიგების გამო, მთავრობამ მეწარმეების რეგისტრაციის ვადა გადაწია
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
დღის ფოტო: იუსტიციის სახლი ბორჯომში [Photo]
ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეიძლება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება