FM97.5 / LIVE

ახალციხეში ორ ისეთ ქუჩას მოაასფალტებენ, სადაც ჯერ კანალიზაციის ქსელი არ გაუკეთებიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.09.2018
ბაღიაშვილისა და სამსონიძის ქუჩების მოასფალტებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა, თუმცა არცერთ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი გაკეთებული არაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ჯერ შიდა ქსელი არ მოწესრიგდა, ახალდაგებული გზა სამუშაოებისთვის მალევე აიყრება.

ახალციხეში ორ ისეთ ქუჩას მოაასფალტებენ, სადაც ჯერ კანალიზაციის ქსელი არ გაუკეთებიათ

ხაჩიკ სავოიანი ბაღინაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ ამ უბანში არც კანალიზაცია და არც ასფალტი არასდროს გაკეთებულა: „კარგია გზას რომ გვიგებენ, მაგრამ კანალიზაციაა არაა და ისე როგორ უნდა დააგონ, რომ ჯერ ქსელი არ გააკეთონ?! კანალიზაციის ცენტრალური მილი ძალიან ახლოსაა ჩვენ დასახლებასთან და ამიტომ 100 მეტრ სიგრეზეც კიარ მოუწევთ მილის ჩადება. ბევრჯერ მივმართეთ წყალკანალს და სულ ამბობენ გავაკეთებთო. ასფალტი თუ დააგეს მერე როგორღა გააკეთებენ, იმას აყრიან?!“

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ასფალტს იქამდე არ დააგებენ, ვოდრე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკანალიზაციო მილს არ გაიყვანს: „წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად შეთანხმება გვაქვს. აქ ჯერ კანალიზაციაც გაკეთდება და მერე გზა“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური კი გვეუბნება, რომ ახალციხეში ცალკეულ ქუჩებზე კანალიზაციის გაკეთებას არ გეგმავენ, რადგან კომპანიას სურს, რომ ახალციხეში ყველა ქუჩაზე მოსაწყობი საკანალიზაციო ქსელი ერთ პროექტში მოაქციოს: „გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ბაღინაშვილის ქუჩას გავაკეთებდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალციხეში არის ღია არხები და ამორტიზებულია ქსელიც. ამიტომ კომპანიან გადაწყვიტა, რომ გააკეთოს საერთო გეგმა, ახალციხის საერთო პროექტი. ცალ–ცალკე ქუჩებზე კანალიზაციას ვერ გავაკეთებთ“.

მისივე თქმით, საერთო პროექტისთვის ჯერ სატენდერო დოკუმენტებიც კი არაა შედგენილი: „2018 წლის ბოლომდე შევჯერდებით ყველაფერზე და ტენდერსაც გამოვაცხადებთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბაღინაშვილისა და სამსონიძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 სექტემბერია. სამუშაობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 566 293 ლარს შეადგენს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 4 ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება
ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
რაბათის შესასვლელში კანალიზაციის მილი შეცვალეს