FM97.5 / LIVE

ბესიკ ამირანაშვილი: ‘ყველა მუნიციპალიტეტს შემოვივლი და პრობლემებს ადგილზე გავეცნობი’

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2018
სამცხე–ჯავახეთის ახალდანიშნული გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების ძიებაა, ამისთვის კი ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდება.

ბესიკ ამირანაშვილი: ‘ყველა მუნიციპალიტეტს შემოვივლი და პრობლემებს ადგილზე გავეცნობი’

ბესიკ ამირანაშვილის პირველი სამუშაო დღე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის პოსტზე გაცნობითი ხასიათის იყო. გუბერნატორის განმარტებით, ამ ეტაპზე სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს , მთავარი გამოწვევა რეგიონში ეკონომიკური პრობლემებია.

„ჩემი მიზანია თითოეულ თანამშრომელს კარგად გავეცნო, გავიგო მათი პოტენციალი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას როგორ მოვიქცე. ჩემს პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებ. პრემიერის დავალებაა რომ ხალხთან აქტიური კომუნიკაცია მქონდეს. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს“.

რეგიონების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ბესიკ ამირანაშვილის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი კითხვებია, რატომ გადმოგვყვავს ძალოვანი უწყებიდან, ეს მიდგომა არ მიმაჩნია სწორად, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი საქმე გვაქვს და სადაც საჭიროა იქ უნდა ვემსახუროთ. სწორედ ამის მაგალითია ბესიკ ამირანაშვილი, ადამიანი რომელსაც აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი და 24-საათიანი მუშაობის გამოცდილება.შერჩევამდე ბევრგან ვიკითხე მისი საქმიანობა და ერთი რამ ვერ ვუპოვე, რაც მას ჩრდილს მიაყენებდა“,– განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღევანდელ შეხვედრაზე სოზარ სუბარმა მიმდინარე და დადეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა. გარდა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო გადაზიდვების მიმართულებით განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის 10%-იც არ არის ათვისებული.

„კარგად არის განვითარებული ბორჯომი და ბაკურიანი, თუმცა არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს.მუნიციპალიტეტი თუ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ეს ქვეყნის განვითარებაზე ვერ აისახება კარგად, სწორედ გუბერნატორმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მუნიციპალიტეტის თანაბარი გაერთიანება“, –ამბობს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია ახალციხე-ზარზმა-ბათუმის და არის ბაკურიანი-ტაბაწყური-ახალციხის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია: „წელს, აბასთუმანი სავსეა ტურისტებით და ძალიან მალე ის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. მთელი ამ პოტენციალის ათვისება მოგვცემს საშუალებას, რომ სამცხე-ჯავახეთი უმდიდრესი მხარე გახდეს“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება
სოზარ სუბარი ხე–ტყის უკანონო ჭრაზე -‘კორუფციის ფაქტები გვაქვს, ყველა თავის ნებაზეა მიშვებული’
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია
სოზარ სუბარი: ებრაელებისა და ქართველების მეგობრობაში ახალციხის დიდი წვლილია
‘მომღერლობით ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა’– ზურა ხაჩიძე
სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა