FM97.5 / LIVE

ახალციხეში სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე, სამართალი 03.06.2018
ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. დაზარალებული ამბობს, რომ 8 500 ლარი მოპარეს.

ახალციხეში სახლი გაქურდეს

შემთხვევა დღეს, სამ ივნისს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ამ დროს შინ არავინ იმყოფებოდა.

„მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით დილით 09:00 საათზე და დაახლოებით, 12:30 საათი იქნებოდა სამსახურიდან შესვენებაზე რომ მოვბრუნდით. მთელი სახლი გადმოყრილი დაგვხვდა, ადგილზე აღარაფერი აღარაა“, – ამბობს დაზარალებული, რომელსაც წლებია ახალციხეში სურსათის ბიზნესი აქვს.

მისი თქმით, ქურდმა სახლიდან 8 500 ლარი წაიღო: „საძინებელში, ტუმბოში, ხის კალათში მედო. ვალი მქონდა და უნდა გამესტუმრებინა“.

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ქურდმა სახლში ფანჯრიდან შეაღწია: „პატარა „ფორთოჩკასავით“ გვაქვს ქვედა სართულზე და იქიდან შემოვიდა ალბათ“.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ახალციხეში სახლი გაქურდეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, სახლი გაქურდეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოქრო მოიპარეს