FM97.5 / LIVE

სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2018
ასპინძაში, სოფელ ზველში, უძველეს ნამოსახლარსა და ყორღანებს არქეოლოგების საერთაშორისო ექსპედიცია სწავლობს. აღმოჩენილი მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები 18 ივლისს დაიწყო. სამუშაოები უძველეს ნამოსახლარზე ქართულ–ავსტრალიური პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით მიმდინარეობს.

„ძირითადად ვნახულობთ თიხის ჭურჭლის, კერამიკისა და ოფსიდიანის ფრაგმენტებს, ასევე, ხელსაფქვავებს. მასალა სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება“, – ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბედიანაშვილი.

მისი თქმით, ზველი არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილია. აქ პირველი გათხრები 1974 წელს, არქეოლოგ ტარიელ ჩუბინშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მაშინ აქ მტკვარ–არაქსის კულტურის, მესამე ათასწლეულის პერიოდის ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ამავე პერიოდშია ნაპოვნი თიხის სადგარი ოფსიდიანის თვალებით, რომელიც ახლა სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს ეკუთვნის.

ზველში შემდეგი კვლევა 80–იან წლებში, სამცხე–ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა, რომლის დროსაც არა მარტო მტკვარ–არაქსის, არამედ შუა და გვიან ბრინჯაოს პერიოდის ფენები აღმოაჩინეს.

„2016 წელს, ქართულ–ავსტრალიური ექსპედიცის ფარგლებში, მცირე მასშტაბიანი სამუშაოები დავიწყეთ. ასევე, დავადასტურეთ ადრე ბრინჯაო, გვიან ბრინჯაო და შუა საუკუნეების ფენები. წელს კი გადავწყვიტეთ, რომ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაგვეტარებინა, რომლებიც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – გვიხსნის ექსპედიციის ხელმძღვანელი.

ექსპედიციაში ქართველ არქეოლოგებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის სტუდენტები და ფრანგი არქეოლოგები არიან ჩართული. გათხრებში მონაწილეობენ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

„ეს მრავალფენიანი ნამოსახლარია. ყველაზე ადრეული, რომელიც ჩვენ ახლა დავაფიქსირეთ ადრე ბრინჯაოს ხანაა, ძვ. წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეული. ასევე, გვაქვს, გვიან ბრინჯაოს ხანა, დაახლოებით ძვ. წელთაღრიცხვის XV-X საუკუნეები. ასევე, გვაქვს განვითარებული შუა საუკუნეები. გათხრების დროს არ არის გამორიცხული, რომ სხვა პერიოდის ფენებიც დავაფიქსიროთ”, - ამბობს გიორგი ბედიანაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ავთო ინასარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭობარეთში  მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს
ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე -  არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში
ადიგენში ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოაჩინეს
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ