FM97.5 / LIVE

ადიგენში ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ არალისა და წარბასთუმნის მიმდებარედ, „ირმის რქის“ მთაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვ.წ. III ათასწლეულის მიწურულით დათარიღებული ე.წ. ბედენური კულტურის ნამოსახლარი აღმოაჩინა, რაც ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა სამცხის ამ ნაწილში.

agmochena-aralshi

ზღვის დონიდან 1 560 მეტრზე, „ირმის რქაზე“, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მრავალფენიანი ნამოსახლარი, სადაც ცხოვრების უადრესი ეტაპი წარმოდგენილია ძვ. წ. III ათასწლეულით, ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა ამ პერიოდის საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო ორმოები და არქეოლოგიური მასალა: სადგრის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ფიგურები, ობსიდიანის, კაჟისა და ქალცედონისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები და ისრის პირები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნამოსახლარზე ძვ.წ. III ათასწლეულის მიწურულით დათარიღებული ე.წ. ბედენური კულტურის ნამოსახლარის აღმოჩენა, რაც ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა სამცხის ამ ნაწილში.

ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა თვის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერი გიორგი ჩილინგარაშვილი.

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით.

tixis-churcheli

tixis-churcheli-aralshix27;

arqeologiuri-gatxrebi-aralshi

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]
ჭობარეთში  მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო