FM97.5 / LIVE

ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ავსტრალიელ სტუდენტებთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლებთან ერთად, არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობენ.

ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე -  არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ზველი(სოფელ ძველის ისტორიული სახელწოდება) ერთ ერთი უძველესი ნამოსახლარია სამცხე–ჯავახეთში. ზველი და „ზველის რაბათი" ჯერ კიდევ 1970–იანი წლებიდან არის ცნობილი სამეცნიერო წრეებში. აქ არქეოლოგიური გათხრები პირველად არქეოლოგმა ტარიელ ჩუბინიშვილმა ჩაატარა. მას შემდეგ ეს ადგილი ცნობილია, როგორც ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები. საქართველოს ეროვნული მუზემის ხელმძღვანელობით, ზველში გათხრები 2016 წლიდან ყოველ ზაფხულს, ტარდება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილი, რომელიც „ზველის რაბათის" ექსპედიციის ხელმძღვანელია, გვიყვება, რომ ზველში გათხრებისას მოპოვებული აღმოჩენები ცხადყოფს აქ ადამიანის უწყვეტად ცხოვრების კვალის არსებობას, ნეოლითიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე. გიორგი, ასევე, საუბრობს ძეგლის ეროვნულ ფასეულობაზე: “ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევები, როგორც აქ მყოფი სტუდენტებისთვის და მეცნიერებისთვის, ასევე ამ რეგიონის კვლევისთვის და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე ხაზგასმისთვის. აქ აღმოჩენილი გვაქვს ბრინჯაოს ხანის ნანგრევები. ორმოები, რომელიც სავსეა სხვადასხვა ტიპის მასალით, ასევე – სხვადასხვა პერიოდის უამრავი კერამიკული ნივთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის შესწავლისთვის".

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კვლევაში იღებენ მონაწილეობას, ეს პირველი საველე პრაქტიკაა. ზველის საველე პრაქტიკებზე, უნივერსიტეტის სხვა სტუდენტები, გასულ წელსაც იყვნენ. ხათუნა მათიაშვილი, რომელიც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, სტუდენტების საველე პრაქტიკას ხელმძღვანელობს.

„სასიამოვნო ფაქტია, რომ საველე პრაქტიკაში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები შეისწავლიან ისეთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლს, როგორიც ზველის ნამოსახლარებია. შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანული ნამარხების და სხვადასხვა პერიოდის კერამიკული ნივთების აღმოჩენაში მონაწილეობის მიღება, საინტერესო გამოცდილებაა ჩვენი სტუდენტებისთვის", - აღნიშნავს ხათუნა მათიაშვილი.

ზველის ექსპედიცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამ ადგილებს „ზველის რაბათის" და „ზველის გოხების" სახელით იცნობენ.

„ჩვენი სტუდენტები გადანაწილებულნი არიან ორივე ლოკაციაზე. ხანგრძლივობას რაც შეეხება, ორკვირიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასაკმარისი დაფინანსების გამო, ერთი კვირით ვართ აქ", – ამბობს სტუდენტური პრაქტიკის ხელმძღვანელი.

ხათუნა მათიაშვილის ერთ-ერთი სტუდენტია თიკო მაზმანიშვილია, რომელიც საველე პრაქტიკაში პირველად იღებს მონაწილეობას: „კარგი იქნებოდა, შაბათს უკან რომ არ ვბრუნდებოდეთ. სასიამოვნო გამოცდილება და კარგი ადგილია. თითქოს იმ ეპოქებში ვმოგზაურობ, რომელი ეპოქის ნიმუშებსაც აქ ვაწყდებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.”

მიმდინარე წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ოტია ზედგინიძემ, რომელიც დასაქმებულია ამ ექსპედიციაში: „შავ სამუშაოსაც ვასრულებ, როგორიცაა ურიკებით მიწის ზიდვა, თან კვლევებშიც ვიღებ მონაწილეობას, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან პროფესიული თვალსაზრისით კარგი გამოცდილებაა".

ექსპედიციაში მონაწილე სტუდენტებს შორის არიან მელბურნის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

„მნიშვნელოვანია რომ ექსპედიციაში ქართველ სტუდენტებთან ერთად ავსტრალიელი სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობენ, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე ქართველი და ავსტრიელი სტუდენტების დამეგობრებას", - ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბედიანაშვილი.

„ზველის რაბათის" ექსპედიცია სტუდენტებისთვის 13 ივლისს დასრულდება, ხოლო არქეოლოგიური გათხრები კიდევ ექვს კვირას გასტანს.

ექსპედიციას, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელმძღვანელობს.

[რობიზონ ზარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო
ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო