FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 50 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2020
1–დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევებიდან 50 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 50 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 539 სამართალდარღვევიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველაზე მეტი ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობისა და თევზჭერის მართვის კოდექსის 221 დარღვევა გამოავლინეს.

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილია:

- უკანონო ტყითსარგებლობის - 99 ფაქტი;
- ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 95 ფაქტი;
- სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 19 ფაქტი;
- წიაღის უკანონო მოპოვების - 21 ფაქტი;
- ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 12 ფაქტი;
- წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 12 ფაქტი;
- მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 17 ფაქტი;
- ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის - 14 ფაქტი;
- ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 10 ფაქტი;
- ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი.

აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 11 ფაქტია გამოვლენილი.

სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული.

კახეთში გამოვლინდა 101 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 210, აჭარასა და გურიაში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 50, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 34, ქვემო ქართლში - 30, შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის სექტემბერში, თბილისში 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

6 თვეში სამცხე-ჯავახეთში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 100 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 422 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 46 ფაქტი გამოვლინდა
2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს