FM97.5 / LIVE

ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს

მთავარისიახლე 25.07.2018
ხვალ, 26 ივლისს თოქ–შოუ "დიალოგში" ახალციხე–ადიგენის დეპუტატი გიორგი კოპაძე, ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ, ორი წლის წინ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს თავადვე უარყოფს.

ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს

დეპუტატ გიორგი კოპაძისათვის სატელევიზიო ეთერის დათმობის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო და ტელეკომპანია "მეცხრე არხი" შეთანხმდნენ. პირდაპირი ეთერი ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, სასამართლო გადაწყვეტილებაში მხოლოდ დეპუტატის ცილისწამების უარყოფა იყო მითითებული, შესაბამისად, სატელევიზიო ეთერის დროს, საეთერო სტუდიაში, მეორე მხარის, ჯიმშერ გოგოლაურის დასწრება საჭირო არ არის.

"ასეთია სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამას აღვასრულებთ ჩვენც. სტუდიაში სხვა პირების დასწრების აუცილებლობა არ არის",– განმარტავენ აღსრულების ერივნულ ბიუროში.

იმ ფაქტს, რომ საეთერო სტუდიში მისი დასწრების აუცილებლობა არ დგას, ჯიმშერ გოგოლაური კატეგორიულად ეწინააღმდეგება და "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებს, რომ ეთერის დროს ტელევიზიაში აუცილებლად მივა.

"ძალიან სასაცილოა, რომ ჩემი დასწრება არ შეიძლება. არ აწყობთ, რადგან იციან კოპაძეს თავზე დავამხობ ყველაფერს. მე მიხდის ბოდიშს და აბა ვინ უნდა ესწრებოდეს ეთერს?!", – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია "მე–9 არხის" გადაცემა "დიალოგში", პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს, პატიმრების უფლებებს არღვევდა. ცილისწამებისთვის გოგოლაურმა კოპაძეს უჩივლა და მას სამივე ინსტანცია მოუგო.

მიუხედავად ამისა, გიორგი კოპაძე ცილისწამების უარყოფას არ აპირებდა ამიტომ, გოგოლაურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. გადაწყვეტილება იმის, შესახებ, რომ კოპაძემ ორი წლის წინ, გოგოლაურის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები უნდა უარყოს, ცნობილი გასულ კვირას გახდა.

ჯიმშერ გოგოლაურს სასარჩელო მოთხოვნაში, გიორგი კოპაძის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, "მეცხრე არხთან" ერთად "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდანაც ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ეს ნაწილი არ დაუკმაყოფილა და მხოლოდ ის მედიასაშუალება დატოვა, სადაც კოპაძემ, გოგოლაურის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
კოპაძისა და გოგოლაურის საქმე, შესაძლოა, პროკურატურამდე მივიდეს
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო