FM97.5 / LIVE

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში

მთავარისიახლე, სამართალი 07.06.2018
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დღეს, შვიდ ივნისს, სასამართლომ ის გამომძიებელი დაკითხა, რომელმაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ჩვენება იმ გამომძიებელმა მისცა, რომელმაც ქალის პროკურატურაში ჩივილის შემდეგ მასალები ფსიქოლოგიური ექსპერტიზისთვის სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადააგზავნა.

„როცა საქმეს ოჯახური ძალადობის მუხლით იძიებენ, ასეთი ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება. დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ 27 წლის კაცი ცოლზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“, – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისი თქმით, ექსპერტიზაზე გამომძიებელმა მხოლოდ ცოლის ჩვენება გადააგზავნა: „როცა ამ ქალმა იჩივლა და საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა, გამომძიებელმა ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე მხოლოდ მისი ჩვენება გადააგზავნა, აქ ბრალდებულის პოზიცია არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად დასკვნაც მხოლოდ ამ ჩვენების მიხედვით დაიწერა“.

ის რომ ექსპერტიზაზე მხოლოდ ცოლის ჩვენება გადაიგზავნა სასამართლო დარბაზში ექსპერტმაც დაადასტურა. დღვანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის კაცი, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში ცოლის მუქარისთვის ისევ დაიჭირეს. თუმცა, ის სასამართლო დარბაზიდან მეორედაც გაათავისუფლეს, მას გირაო 5 000 ლარი შეეფარდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცოლის ქამრით ცემისთვის გასამართლებულს  ახლა ცოლის მუქარაში ადანაშაულებენ
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულის მამა დაკითხეს
ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო