FM97.5 / LIVE

დაანონსებული აქცია და ოპოზიციური პარტიების გეგმები ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.06.2018
მიიღეს თუ არა მითითებები სათაო ოფისებიდან ახალციხეში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა აქციაში ჩართვასთან დაკავშირებით, რას გეგმავენ ისინი და როგორ აფასებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.

დაანონსებული აქცია  და ოპოზიციური პარტიების გეგმები ახალციხეში

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე მათ სათაო ოფისიდან რაიმე მითითება აქციასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

„ჯერ არავინ დაგვკავშირებია. ის, რომ აქციას პარტია უერთდება და ვიზიარებთ ამ სამოქალაქო პროტესტს ეს პოზიცია პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ რუსთაველის გამზირზე გუშინვე დააფიქსირა“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

მისი თქმით, შესაძლოა დღეს, სამ ივნისს, ახალციხიდან აქციაზე საკუთარი ინიციატივით ბევრი ადამიანი წავიდეს: „ორგანიზებულად გასვლას ჯერ–ჯერობით არ ვგეგმავთ“.

დემეტრაძე დარწმუნებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი უჩნდება აქციაზე გავა: „მიხარია, რომ ხალხში საღი აზრი გამოჩნდა და ამან პროტესტის ფორმა მიიღო“.

გუშინ, ორ ივნისს, გვიან ღამით, მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ სარალიძის მხარდამჭერ აქციაში ოპოზიციური პარტიები ღიად ერთვებიან, სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრები აქტიურად ვრცელდება. ამით საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს დარბეულ აქციებს ახსენებენ.

შეკითხვაზე, რამდენად გავა ხალხი იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ერთ–ერთი მთავარი მონაწილეც დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება, დემეტრაძე გვპასუხობს: „ვისაც ქვეყანაში რაღაცის შეცვლა უნდა აუცილებლად გავა. ეს კი პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ მოხდება“.

ასევე, შეკითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ აქციების შედეგად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო აქციები დაინიშნება, გვპასუხობს: „ვნახოთ, დავაკვირდეთ რა იქნება“.

დემეტრაძისგან განსხვავებით, ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე დარწმუნებულია, რომ თუ ხალხი არ დაიშლება, მთავრობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებად დანიშნავს. მას ეჭვი არც იმაში ეპარება, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიები აქციაზე ასობით ადამიანის მობილიზებას შეძლებენ.

„ჯერ ჩვენ სათაო ოფისიდან მითითება არ მიგვიღია, მაგრამ აქციებზე აქამდეც ვიყავით და ახლაც წავალთ. იქ ახალციხიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო, თან ისეთები პოლიტიკა საერთოდ რომ არ აინტერესებთ. დღეს თბილისში რუსთაველზე 200 ათასზე მეტი კაცი მივა“, – ამბობს ბარძიმაძე.

გუშინ, ღამითვე, აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილმა, მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ პროცესებში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთვება, განაცხადა, რომ „ნაციონალების“ გვერდით არ დადგებიან. მიუხედავად ამისა, ბარძიმაძე ფიქრობს, რომ „ქუჩაში ხალხის დიდი მასა გამოვა, ხელისუფლება კი იძულებული იქნება, რომ მათი მოთხოვნა გაითვალისწინოს“.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს ემიჯნება „გირჩის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია.

„ჩვენმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ამ პროცესში არ ვერთვებით და ასეც იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები მართლაც დაინიშნოს“, – ამბობს „გირჩის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ოთარ აღოშაშვილი.

ბესო ხითარიშვილი, რომელიც ახალციხეში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ფიქრობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პირადი ინტერესებისთვის შვილმკვდარი მამამის უბედურება არ უნდა გამოიყენონ: „სირცხვილია კუპრავას გვერდში დგომა, ის იყო პირველი აქტივისტი, ვინც 26 მაისს რუსთაველზე ხალხი დაარბია“.

გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშა და პარტიაც დატოვა „ზვიად გამსახურდიას გზის“ წარმომადგენელმა ჯიმშერ გოგოლაურმა. ამიტომ იგი თბილისში მიმდინარე აქციას არ შეუერთდება, თუმცა, დარმწუნებულია, რომ თუ ხალხი არ დაიშლება მთავრობა დათმობაზე წავა.

„ეს აქცია თავიდანვე პოლიტიკური იყო. როცა მთავარი პროკურორის და მერე მთავრობის გადადგომას ითხოვ, იქ უკვე პოლიტიკაა. ოჯახური პირობების გამო ვერ მივდივარ თბილისში, თორემ აქციაზე აუცილებად წავიდოდი“, – ამბობს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩზე მოკულური დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ გუშინ, ორ ივნსს, გვიან ღამით მოუწოდა. პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვის შემდეგ კი რუსთაველზე განაცხადეს, რომ ისინი საერთო სამოქმედო გეგმას ხალხს დღეს, სამ ივნისს 18:00 საათზე გააცნობენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსთაველზე აქციას ახალციხიდან „ნაციონალები“ უერთდებიან
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
სარალიძის მხარდასაჭერად გაერთიანებული პარტიები სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენენ
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
‘სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე’ – აქცია ვაკის პარკში
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან