FM97.5 / LIVE

‘გაიზომე წნევა’ – აქცია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2018
არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ახალციხეში საინფორმაცია აქცია მიმდინარეობს.

‘გაიზომე წნევა’ – აქცია ახალციხეში

დღეს, ორ ივნისს , დილიდან „ახალციხის ციხეზე“ , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო აქცია იმართება სახელწოდებით - „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია; გაიზომე წნევა - იცოდე შენი წნევის ციფრები“.

„ჩვენი მიზანია, ჰიპერტენზიის, ანუ მომატებული არტერიული წნევის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. ასევე, გვინდა ავუხსnათ ხალხს, რომ ჰიპერტენზია არის ქრონიკული დაავადება, ის არ იკურნება, თუმცა კონტროლის შემთხვევაში მისი ეფექტური მკურნალობა მაინც შესაძლებელია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე.

მისი თქმით, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმის ყურადღების ქვეშ ყოფნა აუცილებელია: „მხოლოდ ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღება შეიძლება და მხოლოდ ექიმის კონსულტაციით უნდა შიცვალოს წამლის დოზა“.

ტრაპაიძე მათ ვისაც შესაძლოა არ აწუხებთ წნევა, მაგრამ არიან ალკოჰოლდამოკიდებულები, ეწევიან თამბაქოს, აქვთ ჭარბი წონა, ან ჰიპერტენზია მოყვებათ მომკვიდრეობით, მოუწოდებს, რომ ექიმთან წნევა პერიოდულად გაიკონტროლონ: „თუ არ აწუხებთ არაფერი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არიან, ასეთი ადამიანები დიდი რისკის ქვეშ არიან“.

ამ ღონისძებით საქართველო უკვე მეორედ შეუერთდა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე აქციას – „მაისის გაზომვების თვეს“.

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი უკავშირდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მომატებული არტერიული წნევის გავრცელების მაჩვენებლი 40%-ს აღწევს.

საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა.

‘გაიზომე წნევა’ – აქცია ახალციხეში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ექიმი გვირჩევს: არტერიული ჰიპერტენზია [ვიდეო]
ექიმი გვირჩევს: არტერიული წნევა [Video]
საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება
ექიმი გვირჩევს: ჰიპერტენზია [ვიდეო]
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით
საქართველო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს