FM97.5 / LIVE

საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2016
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების მეორე კვლევას იწყებს.

საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, STEPS კვლევის ჩატარება ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით იწყება.

არაგადამდები დაავადებები

არაგადამდები დაავადებებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა.

„არაგადამდები დაავადებები 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთლეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა, ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ ბარიერს, მათ შორის საქართველოსთვისაც“, – ამბობენ დაავადებთა კონტროლის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა ერთერთი აპრობირებული მეთოდია.

STEPS კვლევა

არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა ხორციელდება ჯანმო-ს სტანდარტული ინსტრუმენტის (STEPS მეთოდოლოგია) გამოყენებით. STEPS კვლევას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოში STEPS კვლევა პირველად 2010 წელს ჩატარდა. მეორე კვლევა დაგეგმილია ივლისის თვიდან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემთხვევითად შერჩეული 6000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქეს გამოიკვლევენ.

როგორ ხდება კვლევა

STEPS კვლევა სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე სოციო-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად ხდება ინფორმაციის შეგროვება ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, და სხვ.

მეორე ეტაპზე ხდება ფიზიკური გაზომვების ჩატარება (სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი).

მესამე ეტაპზე ხდება ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების შესწავლა - ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება სწრაფი მარტივი ტესტების საშუალებით; კერძოდ, ვიკვლევთ სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის და შარდში მარილის, კრეტინინისა და კოტინინის მაჩვენებლებს.

ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისათვის უფასოა.

მიმართვა მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში.

„მათი ჩართულობით გვექნება ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს
ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება
ლუგარის სახელით კორონავირუსთან საბრძოლველად და პროფილაქტიკისთვის მოქალაქეებს პრეპარატს სთავაზობენ – ეს სიცურეა NCDC
კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება