FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები ახალციხეში: ‘დამნაშავეები უნდა დაისაჯონ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.06.2018
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ისინი ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები  ახალციხეში: ‘დამნაშავეები უნდა დაისაჯონ’

ლილი ზაზაძე: „სამართლიანობას მოვითხოვ ქართველები ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ. ქვეყანაში სამართლიანი და რაციონალური გარემო უნდა იყოს. აქ ვდგავარ ჩვენი უკეთესი მომავლისათვის, გვინდა, რომ ჩვენი შვილები უკეთეს ქვეყანაში იზრდებოდნენ“.

ლიკა კაველიძე: „ყველა მკვლელი უნდა დაისაჯოს. იქ ჩვენი თანატოლები მოკლეს. ამდენი გამოუძლიებელი საქმე ჩემში დიდ აგრესიას იწვევს“.

უჩა მოდებაძე: „სასამართლო მიუკერძოვებელი და გამჭვირვალე უნდა იყოს. მე ღია სასამართლო მინდა. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ახალგაზრდები მოკლეს და მათი საქმეები რეალურად გამოუძიებელია“.

ალეკო ხითარიშვილი: „ყველაზე მეტად დაუსჯელობა მაწუხებს. უსამართლობას ვაპროტესტებ, პირველ რიგში დაუსჯელობა არ უნდა იყოს საქართველოში. გვერდში ვუდგევართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს. ხელს არ უნდა აფარებდნენ დამნაშავეებს“.

ხარტია ნოზაძე: „მხარს ვუჭერთ ზაზა სარალიძეს, რომელმაც ამხელა ტკივილი განიცადა და იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ გაიგოს ვინ არის საკუთარი შვილის მკვლელი. თვალში ნაცარს გვაყრიან“.

დავით სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები, ახალციხეში, ცენტრალური პარკიდან მსვლელობით შოთა რუსთაველის ძეგლთან მივიდნენ. აქცია ქალაქის ცენტრში, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
ახალციხეში დაგეგმილი აქცია პარკის ნაცვლად რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება
ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს
აქციის  მონაწილეები რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ
ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა